Wednesday, May 30, 2012

გალაკტიონობა 2012

ყოველწლიურ კონკურსზე "გალაკტიონობა 2012" ჩვენი კლუბის აქტიურმა წევრმა, შემოქმედმა ადამიანმა ანი ჭიღლაძემ მიიღო მონაწილეობა, ნომინაციაში მხატვრული კითვა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ჩვენი კლუბის კოორდინატორი ირინა მელქაძე–გელაშვილი. შედეგმაც არ დააყოვნა ანიმ გაიმარჯვა რუსთავის შესარჩევ კონკურსში და ქალაქის მაშტაბით დაიმსახურა პირველი ადგილი.ვულოცავთ ანის და ვუსურვებთ წარმატებებს რესპუბლუკურ კონკურზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 2–3 ივნისს, ვანში.

Sunday, May 6, 2012

კვლევა რუსთავში დასასვენებელ პარკებთან დაკავშირებით

ლამის ერთი ათეული წელია რაც ჩენს ქალაქში არაა დასვენებისა და გასართობი ადგილები, პარკები სკვერები, სადაც შეიძლება თავისუფალი დროის მშვიდად გატარება. ჩვენი კლუბის კვლევის ჯგუფმა ჩაატარა მცირე კვლევა ქალაქის მაშტაბით, მოიარა ყველა შესაძლო დასასვენებელი ადგილი, გადაიღო სურათები და აიღო მოსახლეობისგან ინტერვიუები. საიდანაც აშკარა გახდა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სურს კომბინირებული დასასვენებლი ადგილების ხილვა, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ასაკის ადამიანისათვის ორგანიზებული სივრცე.


Saturday, May 5, 2012

შეხვედრა დეფისთან და ლიტ. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება

27 აპრილს,საღამოს 7 საათზე  გაიმართა შეხვედრა მწერალთან.სადაც ასევე დაჯილდოვდნენ ლიტერატურულ კონკურსში გასული თემები..სტუმრად მოწვეული იყო დავიდ დეფი და მან სიგელები გადასცა მონაწილეებს.დეფმა ისაუბრა მისი პირადი ცხოვრების შესახებ,მოგვიყვა მისი პირველი ლექსის ისტორია და წარმატებები უსურვა დაჯილდოვებულ ბავშვებს.
შეგახსენებთ,რომ სამეულში გასული თემის ორი ავტორი ზუსტად #12 საჯარო სკოლის მოსწავლეა :) რაც შეეხება დავიდ დეფს,ძალიან საყვარელი,გახსნილი,მეგობრული,თავისუფალი და მხიარული ადამიანია <3 დიდი სიამოვნებით შევხვდებოდით კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ ..