Wednesday, July 4, 2012

თოქშოუ 

 კინო და თეატრის პრობლემები რუსთავში



      ჩვენს ქალაქში, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, არ არსებობს კინო (უბრალოდ დახურეს) და თეატრი (არ ვიცით არაფერი მისი ფუნქციონირების, სპექტაკლების და ა.შ. შესახებ).
     სიქას კლუბის "მე მომავალი ჯურნალისტი ვარ" პირველი თოქშოუც ამ პრობლემურ საკითხზე გაიმართა.  მოწვეულნი იქნენ რუსთავის თეატრის ექს სამხატვრო ხელმძრვანელი ლაშა ნოზაძე, ახალგაზრდა რეჯისორები და დამწყები მსახიობები. კონო შემთხვევაში უფრო სავავლო მდგომარეობამდე მივდივართ, რადგან არ მისი დირექტორის მხოლოდ სახელისა და გვარის მოძიება მოვახერხეთ სამწუხაროდ.
ჩვენ გადავწყვიტეთ გავსულიყავით გარეთ, გაგვეკეთებინა რეპორტაჟი  და ხალხის აზრი დაგვეფისირებინა .საიდანაც აშკარა გახდა, რომ რუსთავის საზოგადოებას სურს ქალაქში თეატრისა და კონოს აქტიური ფუნქციონირება. სურს იაროს და დრო გაატაროს ამ დაწესბულებეში.


         თოქშოუმ ნაყოფიერად და წარმატებით ჩაიარა. რეზიუმე შედგა ანუ ამ ყველაფრის მიზეზი გამომჟღავნდა


ყველაფერი კი დაიწყო ასეეე: "ერთ მშვენიერ დღეს სკოლის კლუბში გვესტუმრა სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წევრი ანი ციცქიშვილი, გადახედა ჩვენი კლუბის პორტფოლიოს, ჩვენს მუშაობას, ჩაინიშნა საკითხები, რომლებიც გაინტერესებდა და იქვე აღნიშნა, რომ სექცია, რომელიც შეეხებოდა კლუბში ჟურნალისტიკას, მალე თავად სიქაშიც ცალკე კლუბად ჩამოყალიბდებოდა და მოხარული იქნებოდა თუ კი ჩვენი კლუბის "ჟურნალისტებიც" გააქტიურდებოდნენ ამ მიმართულებით. ამის შემდგომ მოუთმენლად ველოდით აღნიშნული კლუბის ჩამოყალიბებას და რა წამსაც დაიდო ინფორმაცია facebook-ის სამოქალქო კლუბების ჯგუფში მაშინათვე შეავსეს მსურველებმა აპლიკაციები და რამოდენიმე მათგანი შეირჩა კიდეც "
საზაფხულო ბანაკში ჩვენც მივდივართ


ანი თევდორაშვილი ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი შეირჩა პირველ ნაკადში ! ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ!




სამოქალაქო კლუბის წევრებს და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს  მიესალმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე. მან სთქვა, რომ საზაფხულო ბანაკი მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დასახონ სამომავლო  გეგმები და ერთობლივი ინიციატივები, შეხვდნენ და ესაუბრონ კომპეტენტურ სტუმრებს, სამოქალაქო განათლების ექსპერტებსა და საჯარო პირებს. 




მასტერ კლასები სამოქალაქო განათლებაში და ჩვენი სკლუბის მეურვე


სამოქალაქო განათლების ამერიკელი პედაგოგები საქართველოში


2012 წლის 26–29 ივნისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ამერიკელ ექსპერტებს: ჰარვუდის საშუალო სკოლის ასოცირებულ დირექტორს (ვერმონტის შტატი, აშშ) და PH Intarnational-ის ერთ–ერთ პირველ დამაარსებელს, სამოქალაქო და სოციალური მეცნიერების პედაგოგს ქეთრინ ქედველს მასპინძლობდა. მათ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაუტარეს მასტერკლასი თემაზე – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლება: რეალური პრობლემები და ამოცანები სამოქალაქო განათლებისათვის“.  სწავლების ეს მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ახალ საფეხურზეა ფოკუსირებული და სამოქალაქო განათლებაში თემის, საზოგადოების ჩართვას გულისხმობს. 

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს რეგიონებიდან 42 პედაგოგი მონაწილეობდა. ისინი ამერიკაში კარგად ცნობილ – სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდს ჰარვუდის დაწყებითი და ვერმონტის საშუალო სკოლების პროექტების მაგალითებზე გაეცნენ და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ის მოდულები შეარჩიეს, რომლებსაც საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში საგნის სწავლებისას გამოიყენებენ.