Tuesday, September 25, 2012


 მეორე დღე ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა, რადგან ახლა სკოლის გარეთ ჩვენს თემში არსებულ სკვერში გავედით და "ქარის მოტანილი, ქარსავე გავატანეთ" :)


Friday, September 21, 2012

ქარის მოტანილს ქარი წაიღებს....



2012 წლის 21 სექტემბერს დავიწყეთ წერილების წერა და ადგილ-ადგილ დატოვება, სკოლის ფანჯრების რაფებზე, მერხებზე, სკამებზე, კაფეტერიაში, ეზოს ტერიტორიაზე და ასევე უკვე დატოვებული წერილები ავიღეთ, მივიჩნიეთ თავები ადრესატებად და კითვასაც შეევუდექით :) ძალზედ საინტერესო და შთამბეჭდავი პროცესი გამოგვივიდა :) ხვალ ვგეგმავღ სკოლის მიმდებარე სკვერში ამავე აქციის გაგრძელებას, არდაგნ თარიღი სწორედაც რომ 22 სექტემბრით განისაზღვრება. მიზეზი რის გამოც ჩვენ დღეს დავიწყეთ იყო სამუშაო დღე, ანუ სკოლის დღე და გვსურდა სკოლის მასტაბით მოსწავლეთა დიდი რაოდენობის ჩართვა და წერილებით ნებისმიერის ურთიერთგაზიარება!

Thursday, September 20, 2012

ყველგან, სადაც ხართ
სადაც უნდა იყოთ და რა ენაზეც უნდა ლაპარაკობდეთ ან წერდეთ, როგორც კი კალენდრების მიხედვით 22 სექტემბერი დადგება, ქარის მონატილი წერილების დღე იწყება.
დაწერეთ წერილი, აუცილებლად ხელნაწერი, ავტორისა და ადრესატის გარეშე დ

ა დატოვეთ სკამებზე, ფანჯრების რაფებზე, ჩამოკიდეთ ხეებზე...მოკლედ, დაწერეთ და ფანტაზია არ დაიშუროთ, სად და როგორ დატოვებთ.
წერილი თავად იპოვის ადრესატს.

როგორც კი კალნდრებზე 22 სექტემბერი დადგება, დაივიწყეთ ყოველდღიური ნაცრისფერი რეალობა და მიენდეთ ოცნებას.


ტემპერატურისა და ამინდის მიუხედავად, ამ დღეს თბილი გულებით და თბილი ღიმილებით უნდა ვიაროთ


უთხარით თქვენს უცხოელ მეგობრებსაც. უთხარით რაც შეიძლება მეტ ადამიანს. 22 სექტემბერს ყველაზე მეტი წერილი უნდა დაიწეროს მთელ მსოფლიოში, ვიდრე მთელი წლის მანძილზე

 
ბავსვებო გავუზიაროთ ერთმანეთს გულისნადები წერილების სახით! ხვალიდან 21 სექტემბრიდან დავიწყოთ, სიმბოლურია, რადგან 21 სექტემბერი მსოფლიო მშვიდობის დღეა!

კლუბის ყველა წევს და არა მხოლოდ მათ მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ აღნიშნულ აქტივობაში! ხვალიდან ვიწყებთ!

Saturday, September 15, 2012

ეკო აქცია 2012 წ.

2012 წლის, 15 სექტემბერს 10 საათზე სიქას ორგანიზებით მოეწყო რეგიონული აქტივობა "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში", რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას გულისხმობდა.
 
აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" ჩართულმა ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებმა, მათ შორის ჩვენც. (სსიპ რუსთავის #12 სკოლა).
 
ერთი და იგივე დროს, 10:00 საათზე, მონაწილე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა (თემთან ერთად) დავიწყეთ საკუთარი სკოლის ეზოს დასუფთავება.
 ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოძნდა ის, რომ ჩვენმა კლუბის მეურვემ (ირინა მელქაძე-გელაშვილი) დაგვახვედრა სხვა დასხვა ფერის მაისურები, რომლებში გამოწყობილებმა გარდა დასუფთავებისა, გარშემომყოფებში  სასიმოვნო განწყობაც შევქმენით :)


ნაგვის პარკი გავაფორმეთ და კლუბის სახელი და ლოგო გამოვსახეთ :)))







მრგვალი მაგიდა

4-5 სექტემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა საქართველოს 11 რეგიონში დაგეგმა საშემოდგომო რეგიონული ღონისძიებები: მრგვალი მაგიდები და ღია გაკვეთილები. კომიტეტმა ასევე იმსჯელა ფორუმის შემდგომი განვითარების ხედვაზე.

6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს თერთმეტივე რეგიონში გაიმართება მრგვალი მაგიდები. მათი ფორმატი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლებაში შეფასების ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების წარდგენას.

მიმოხილული იქნება სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების (2011-2012) შედეგები და გამოწვევები. სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ჯგუფებში დისკუსიის მიზანია სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ეფექტურად მომზადების არგუმენტირებულ იდეების ჩამოყალიბება.

მრგვალ მაგიდებს წარუძღვება გიორგი გახელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორი. გიორგი ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების კონსულტანტია.

მრგვალი მაგიდების კალენდარი ასეთია:

1. სამეგრელო | ზუგდიდი - 6 სექტემბერი
2. აჭარა | ბათუმი 7 სექტემბერი
3. რაჭა-ლეჩხუმი | ამბროლაური - 9 სექტემბერი
4. სამცხე-ჯავახეთი | ახალციხე - 10 სექტემბერი
5. შიდა ქართლი | გორი - 11 სექტემბერი
6. იმერეთი | ქუთაისი 12 სექტემბერი
7. კახეთი | დუისი - 13 სექტემბერი
8. ქვემო ქართლი | რუსთავი - 14 სექტემბერი
9. თბილისი - 15 სექტემბერი
10. მცხეთა-მთიანეთი | მუხრანი - 16 სექტემბერი
11. გურია | ჩოხატაური - 20 სექტემბერი.