Saturday, October 27, 2012

მე დავასუფტავე ჩემი ქუჩა, შენ?!

2012 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა ფართო მაშტაბის დასუფთავების აქცია 
"მე დავასუფთავე ჩემი ქუჩა, შენ?!"




აღნიშნულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიირო ჩვენმა კლუბმა, რომელმაც დაასუფთავა ქალაქ რუსთავის ვაჟა-ფშაველას ქუჩა და თავისი საქმიანობითა და ინტერესო ფორმებით, ასევე მომწოდებელი შეძახილებით დააინტერესა და ჩართო ქუჩის თემი. მათ შორის დიდი დახმარება გაგვიწია ქალბატონმა ნინო ბასილაშვილმა, რისთვისაც კლუბი "BRIDGE" დიდი მადლობას უხდის :)









Saturday, October 20, 2012

მოქმედება ძალადობის გარეშე II ეტაპი


2012 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა ფილმის ჩვენება "ბიჭუნა ზოლიან სამოსში", რომელიც წარმოადგენდა მეორე ეტაპს ჩვენი შიდა პროექტისა "მოქმედება-ძალადობის გარეშე". ვიხილეთ ფილმი და პანელური დისკუსიის საშუალებით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.




ასევე დავგეგმეთ მომდევნო კვირის სამუშაო შეხვედრები და რიგი მიმდინარე საკითხები!





Friday, October 19, 2012

"მოქმედება - ძალადობის გარეშე"

ვირფასო კლუბის წევრებო, მოხარული ვარ ჩვენი კლუბის ესოდენ გაფართოებისა და მრავალფეროვანი სამუშაოების დაწყებისა! ვიმედოვნებ საუკეთესოდ გავართმევთ ტავს ყოველივეს!

ხვალ, 2012 წლის 20 ოქტომბერს 17:00 საათზე, კლუბში, გაიმართება "მოქმედება ძალადობის გარეშე" პროექტის II ეტაპი (შეგახსენებთ I ეტაპი მოიცავდა თემის დამუშავებას, რეფერატების, საპრეზენტაციო სლაიდებისა და პლაკატების დამზადება, დახარისხებას), რო
მელიც მოიცავს ფილმის ჩვენება განხილვას "ბიჭუნა ზოლიან სამოსში"!


ხანგრძლივობა:1 საათი 34 წუთი
ქვეყანა:დიდი ბრიტანეთი , აშშ ,
წელი:2008
ჟანრი:დრამა , მელოდრამა ,
რეჟისორი:მარკ ხერმანი ,
როლებში:ასა ბატტერფილდი ,Zac Mattoon O'Brien ,Domonkos Nიmeth ,Henry Kingsman ,ვერა ფარმიგა ,კარა ხორგანი ,ჟუჟა ხოლლი ,ემბერ ბიტტი ,ლაზლო არონი ,დევიდ ტიულისი ,რიჩარდ ჯონსონი ,შილა ხენკოკი ,Ivბn Verebიly ,Bიla Fesztbaum ,Attila Egyed ,რუპერტ ფრენდი ,დევიდ ხეიმანი ,ჯიმ ნორტონი ,ჯეკ სკენლონი ,Lბszlუ Nბdasi
მოკლე აღწერა: ამბავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება და რვა წლის ბრუნოს უმანკო თვალით არის დანახული. ის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის შვილია. ბრუნოს და შემთხვევით გაცნობილი, ღობის მეორე მხარეს მყოფი ებრაელი ბიჭუნას მეგობრობას წარმოუდგენელ შედეგებამდე მივყავართ...

მაშ, მოემზადეთ ხვალინდელი, ფრიად საინტერესო და სასარგებლო შეხვედრისათვის!


კეთილი სურვილებით

თქვენი ირინა მასწავლებელი

Monday, October 15, 2012

არჩევნები და ისევ არჩევნები :)

მინდა გახაროთ, როგორც იქნა ავირჩიეთ კლუბის ლიდერი!!!!!

დიდი წინა საარჩევნო კამპანიის შემდეგ დადგა გადამწყვეტი - არჩევნების- დღე!


მინდა ავღნიშნო, რომ კლუბის არჩევნებმა ძალზედ დიდი ინტერესი გამოიწვია სრულიად მე-12 სკოლაში! ყველა კითხულობდა, ყველას აინტერესებდა, ყველა ელოდა.....

კლუბის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომლის სათავეშიც მოგვევლინა ანა თევდორაშვილი (კლუბის სტაჟიანი და მრავაგზის გამოცდილი წევრი), წარმატებით, უსაჩივროდ ჩაატარა დღევანდელი დღე!  



 საარჩევნო უბანზე იყვნენ ასევე დამკვირვებლები: მამუკა ივანიშვილი, სალომე ბალხამიშვილი (კლუბის წევრები),რომლებიც წარმატებულს უწოდებენ დღევანდელ არჩევნებს :)
ანი თევროდაშვილი (კლუბის ცესკოს თავმჯდომარე)  

დარეგისტრირებულ კანდიდატთა შორის: ანა პერანიძე და სალომე თადუმაძე, დიდი ჭიდილი გაიმართა. სულ რაღაც 5 ხმის უპირატესობით კლუბის ლიდერი გახდა 
სალომე თადუმაძე! 

სალომე თადუმაძე

ანა პერანიძე


კლუბი ულოცავს სალომეს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე :)

ხმის დათვლის პროცედურა

Saturday, October 13, 2012

"გეგმები არაფერია, დაგეგმვა ყველაფერია"



2012 წლის 13 ოქტომბერს კლუბში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის დღის წერიგიც იყო შემდეგი:
1.      კლუბში ახალი წევრების მიღება, ანკეტების შევსება;
2.      კლუბის ლიდერობის მსურველ კანდიდატთა მიერ წინა საარჩევნო პროგრამების წარდგენა (იმიტირებული პრესკონფერენციები);
3.      ოქტომბრის თვის აქტივობების დაგეგმვა
კლუბს შეემატა 12 ახალი წევრი, რომლებმაც შეავსეს კლუბის წევრის ანკეტა, პირადი მონაცემებით და ოფიციალურად გახდნენ კლუბის სრულფასოვანი წევრები. მათივე მოახდინეს მოლოდინებისა და იდეების გენერირება და გამოხატეს მუშაობაში აქტიურად ჩართვის  დიდი სურვილი 





დღესვე მოვისმინეთ კლუბის ლიდეობის დარეგისტრირებულ კანდიდატთა გეგმები, რომლებსაც ისინი გაბახორციელებენ კლუბში. მოხდა თითოეულის (სალომე თადუმაძე, ანა პერანიძე) აქტიური მოსმენა, დაისვა მრავალი და ძალზედ პროდუქტიული კითხვები, რაზედაც აუდიტორიამ მიიღო ამომწურავი პასუხები. აქვე გამოიკვეთა მრავალი ახალი და საინტერესო იდეა, რაზედაც შევთანხმდით, რომ არჩევანის (ლიდერის მიუხედავად) მიუხედავად განხორციელდება წლის განმავლობაში.
კლუბის წევრები ორივე კანდიდატს მიიჩნებევ ღირსეულად და უსურვებენ დიდ წარმატებას არჩევნებზე!




ამის შემდგომ კლუბის მიერ დაიგეგმა ოქტომბრის თვის აქტივობები, რომელიც გამოიყურება შემდეგი სახით:
 1  კლუბის ლიდერის არჩევა; (15.10.2012წ.) 

 2   კლუბის ლიდერის, კლუბის საინიციატივო ჯგუფის (კონკრეტული თემის გარშემო გაერთიანებული) სამუშაო შეხვედრა სკოლის თვითმმართველობასთან, აზრთა გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი, თანამშრომლობითი მუშაობის დაგეგმვა; (15.10.2012-21.10.2012წ.წ. ერთე-რთი დღეს)

3  სემინარი „მოქმედება ძალადობის გარეშე“ , რომელიც მოიცავს ძალადობისა და მის გარესე არსებული პრობლემების გადაჭრის საშუალებებს და მოსწავლეებს აჩვენებს ამ სასუალებათა უპირატესობას, ყოველგვარ ძლადობაზე. (22.10.2012 – 31.10.2012წ.წ. ერთ-ერთი დღე)







Saturday, October 6, 2012

2012 წლის ოქტომბერ-დეკემბრის სამუშაო გეგმა

2012 წლის 6 ოქტომბერს კლუბში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომეზეც განიხილებოდა მეტად მნიშვნელოვანი საკითხები:

1. კლუბის ლიდერის არჩევა;
2. მცირე გრანტის ფარგლებში საპოროექტო განაცხადის საბოლოო განხილვა;
3. მომდევნო 2 თვის საქმიანობების გაწერა


დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ფრიად საინტერესო სჯა-ბაასი, რის შედეგადაც საბოლოოდ დადგინდა შემდეგი:

1. კლუბის ლიდერის არჩევნებისათვის კლუბის სამი წევრისგან დაკომპლექტდა კლუბის სენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), რომელიც მკაცრად გააკონტროლებს არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. აღნიშნული ვალდებულება იკისრეს შემდეგმა წევრებმა: ანი თევდორაშვილი, პაატა ცაბუტაშვილი, ირაკლი კასრელიშვილი;
მათ დამკვირვებლების ამპლუაში შეუერთდნენ: სალომე ბალხამიშვილი და მამუკა ივანიშვილი. 2012 წლის 8-10 ოქტომბრის ჩათვლით კლუბის ცესკო მოახდენს ლიდერობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციას, რის შედეგადაც უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებს ეძლევათ საშუალება ჩაატარონ თავიანთი წინა საარჩევნო კამპანია (პრეს კონფერენცია, პლაკატები, სლოგანები, ბუკლეტები და ა.შ)

აქვე მკაფიოდ გამოიკვეთა ყველა ის კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კლუბის ლიდერობის მსურველი კანდიდატი რეგისტრაციის გავლის მომენტისათვის:


  • აქტიურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • კლუბის გარეთ არსებული გამოცდილება
  • კლუბის წევრი არა ნაკლებ 1 წლისა
  • თავისუფალი (დროის ფაქტორი)
  • ინიციატივიანი
  • ორგანიზატორი
არჩევნების ჩატარების თარიღად დადგინდა 2012 წლის 15 ოქტომბერი!


მეორე საკითხის ირგვლივ საუბრისას მოხდა გარკვეული ნიუანსების დაზუსტება და ჩასწორება. ვიმედოვნებთ წარმატებული აღმოჩნდება ჩვენი ეს მცდელობა!

  კლუბის წევრებმა აქტიურად გამოთქვეს მოსაზრებები დაგეგმარებასთან დაკავშირებით და მომდევნო თვეებიც ასე გაიწერა:

1. არჩევნები (2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში);
2. პროექტი პრეზენტაცია "მოქმედება ძალადობის გარეშე" ( 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს);
3.  ფორუმი კონფერენცია თემაზე "წყალი" (2012 წლის ნოემბერი);
4. პროექტი "კანონი დღეს" (2012 წლის ნოემბერი-დეკემბერი)
 

Friday, October 5, 2012

მასწავლებლის საერთაშორისო დღე




 
         შემოდგომის პირველი კვირა დადგა.  
ეს ის დროა, როცა ადამიანები მოსავალს იღებენ და ხვავსა და ბარაქას თავიანთ სახლებში აბინავებენ...ჩვენ,პედაგოგები, მუდამ ვშრომობთ და მოსავალს მოზარდის გულსა და გონებაში  ვაბინავებთ.მასწავლებლის დღეც შემოდგომის ბარაქიან თვეს აღინიშნება.იმიტომაც ალბათ,რომ ჩვენი ჯეჯილი არ ჭკნება და მუდამ ბიბინებს... 
გილოცავთ, ძვირფასო პედაგოგებო, მასწავლებლის დღეს! 
 იყავით მხნედ. რამეთუ მხნედმყოფმა და ენერგიულმა უნდა აღზარდო ჯანსაღი თაობა..

დღესვანდელი დღის აღსანისნავად კლუბმა სკოლის კლასებთან ერთად მოაწყო მისალოცი ფორმატის ლპაკატების გამოფენა.