Thursday, January 31, 2013

სტუმრად მოხუცთა სახლში



2013 წლის 31 იანვარს ჩვენი კლუბის საინიციატივო ჯგუფმა (პაატა ცაბუტაშვილი, ნინო მიქაძე, ნანა თევდორაშვილი, მარიამ სამხარაძე) მოაწყო შეხვედრა მოხუცებთან (შეხვდნენ 5 მოხუცებულს და მოხუცთა სახლის ადმინისტრაციის წევრებს ) და იკვლია მათი საჭიროება! 
როგორც საუბრიდან გამომდინარეობს მოხუცებს უხვათ აქვთ პირველადი საჭიროების ნივთები, საკვები, წიგნები! ერთადერთი რამ რის ნაკლებოსაც განიცდიან არის ურთერთობები და ძალიან უყვართ სანახაობები!

სწორედ ამ მიზნით კლუბმა დაგეგმა მოხუცებთან გარკვეული საკონცერტო ნომრებით სტუმრობა და მათი ერთი დღის გამრავალფეროვნება :)





Wednesday, January 30, 2013

SOS - ჩვენ გვესაჭიროება დახმარება!!!!!!!!





ჩვენი სკოლის მიმდებარე ქუჩა გახლავთ ვაჟა-ფშაველას სახელობის, სადაც მდებარეობს მაღაზიები, ნოტარიუსის ოფისი, კაფე, სილამაზის სალონი, სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლა, რაც ქმნის დიდ, უწყვეტ სამანქანო მოძრაობას.


აღნიშნული ქუჩით დღის განმავლობაში 2000-დან - 3000-მდე ადამიანი (მოსწავლე, მშობელი, პედაგოგი, თემის წევრი) სარგებლობს. სამანქანო ტრანსპორტის ასეთი გახშირებული მიმოსვლის გამო სამწუხაროდ უბედური შემთხვევებიც ხშირია.

სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ვაჟა-ფშაველას ქუჩა





იდენტური ტექსტის შემცველი იყო ჩვენი კლუბის მიერ 2012 წლის გაზაფხულზე ქ.რუსთავის თვითმმართველობისათვის გაგზავნილი წერი თხოვნით - აღმოეფხვრათ ეს პრობლემა, პასუხიც მალევე დაგვიბრუნდა (წერილობითი ფორმით), სადაც შეგვპირდნენ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას 2013 წელს (2013 წლის ბიუჯეტი ითვალსწინებდა ამ საკითხების გადაწყვეტას ქალაქის მასშტაბით). 

მოუთმელნად ველით ჩვენს ქუჩაზე ან შუქნიშნის, ან გამაფრთხილებელი ბარდიურების, ან საგზაო ნიშნის დამონტაჟებას. 

ვიმედოვნებთ რომ დანაპირები შესრულდება და მალე გვექნება საშუალება მშვიდად ვიმოძრაოთ ქ.რუსთავის ვაჯა-ფშაველას ქუჩაზე.


 

Wednesday, January 23, 2013

Free hugs



ჩვენმა კლუბმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კოლეგა კლუბის "თავისუფალი"-ის მიერ გამართულ აქციაში Free hugs , სადაც ქალაქის მაშტაბით გავეცით ზღვა სითბოსა და სიყვარულის!!!!!!

ესეც "თავისუფალის" ბლოგი
http://bridge-for-us.blogspot.com/

Wednesday, January 16, 2013

შეხვედრა ქართველ მოხალისესთან

15 იანვარს დემოკრატიული ჩრთულობის ცენტრში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა სტუმართან. სტუმარი იყო სიქა-ს ქართველი მოხალისე დათო ოდიკაძე რომელიც ამჟამად არის EVS პროგრამის მოხალისე რუმინეთში. შეხვედრა საინტერესოდ ჩაიარა. სამოქალაქო კლუბების ბავშვებმა ბევრი რამ შევიტყვეთ იმაზე თუ რას ნიშნავს იყო მოხალისე. 
ძალიან კმაყოფილნი და აღფრთოვანებულნი, იდეებით სავსენი დავბრუნდით შეხვედრიდან.

Tuesday, January 1, 2013

ახალი 2013 წელი

ძვირფასო მეგობრებო, მთელი სულითა და გულით გილოცავტ 2013 წლის დადგომას!!!!!

ჩვენი კლუბის სახელით გისურვებთ დღეგრძელობას, მზეგრძელობას, წინსვლას და წარმატებას!!!!!

დაე, ეს წელიწადი თითოეული ჩვენგანისათვის საოცარი, დაუვიწყარი და ზღაპრული ყოფილიყოს!!!!!