Thursday, December 26, 2013

წლის შემაჯამებელი კარნავალი

2013 წლის 25 დეკემბერს კლუბმა უკვე ტარდიციულად შეაჯამა განვლილი მუშაობა და მოაწყო კარნავალი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

უშუალოდ შეხვედრის დაწყებამდე კლუბი შეუერთდა აქციას "გაიღიმე" და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოსახლეობას დაურიგა მომღიმარი აპლიკაციები "სმაილები" და სთხოვეს რომ გაეღიმათ.








კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები 2013 წლის საკლუბო მუშოაბის შესახებ და მოახდინეს მიღწევების გასაჯაროვება და პრობლემებზე აქცენტირება.
აქვე მოეწყო ქ.რუსთავის #12 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგის სოფო  ნოზაძის ნახატების პირველი გამოფენა.








შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო საკარნავალო საკონკურსო ნომრების წარდგენას, სადაც კომპეტენტური ჟურის მიერ (წევრები: სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის დირექტორი ნანა თევზაძე, დირექტორის მოადგილე მარინა ბულია, დაწყებითების მასწავლებელი სოფო ნოზაძე, კლუბის მეურვე ირინა მელქაძე-გელაშვილი, სიქას წევრი, კლუბის პირველი ლიდერი ნიკა გაბათაშვილი, სკოლის კურსდამთავრებული,კლუბის პირველი ლიდერის მოადგილე მაკა ფხალაძე) გამოვლინდა  გარმარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: "მომღერალი" - ზურა ვეფრხიაშვილი მე8 კლასი, "მოცეკვევე"- აიდა მუსევა მე8 კლასი, "მელექსე" - ლაშა გაგნიძე მე9ა კლასის მოსწავლე, "მუსიკოსი" - ნანა თევდორაშვილი მე9ბ კლასის მოსწავლე, "წლის ნიღაბი" - დიტო ძმანაშვილი მე8 კლასი, "წლის კოსტიუმი" - ქეთი ძამაშვილი მე8 კლასი , საერთო ჯამური ქულებით ნომინაციაში წლის კლასი გაიმარჯვა მე9ა კლასმა.














ყველა მონაწილე დაჯილდოვდა აქტირი ჩართულობისათვის წამახალისებელი სიგელებით.
შემდგე ნაწილში გაიმართა თამაშები და კარნავალის კულმინაცია უკვე ვიხილეთ ქალაქის ცემტრალურ მოედანზე ფრანებისა და ფეერვერკების გაშვებით!



Wednesday, December 18, 2013

ახალგაზრდული ფორუმი რუსთავში

2013 წლის 7 დეკემბერს რუსთავში გაიმართა ახლაგაზრდული ფორუმი, რომლის მონაწილენიც გახლდით, წარმომადგენელბის სახით: სალომე თადუმაძე, სალომე ბალხამიშვილი, ლევან კობერიძე და ნუცა მეტრეველი

დაიგეგმა საინტერესო პროექტების გამხორციელება, კერძოდ კი ჩვენ ვმონაწილეობთ "მულტიკულტურული საღამოს" პროექტის განხორციელებაში.