Saturday, March 29, 2014

ინტერკულტურული ფესტივალი

2014 წლის 29 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშ კლუბის მიერ კიდევ ერთი საინტერესო აქტვობა განხორციელდა სახელწოდებიტ "ინტერკულტურული ფესტივალი"
მის ფარგლებში კლუბშ შემავალი წევრების კალსები შეერკინნენ ერთმანეთს სხვადასხა ქვეყნების პრეზენტაციაში, კულტურის, რატდიციის, კულინარიის, ფოლკლორის წარდგენაში.
დასასრულს გაიმართა კულინარიული დუელი, რომელშიც მოსწავლეებტან ერთად მათი მშობლებიც მოანწიობდნენ და საოცრად გემრიელი კერები შექმნეს!
დიდი მალდობა ყველას ასეთი შესანიშნავი საღამოსათვის!





















საჯარო დებატი

უსინათლო ახალგაზრდებისა და „თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს მერ გაიმართა
საჯარო დებატები თემზე
ევროპული ინტეგრაცია გამართლებულია
„თბილისის მწვანე სკოლა“ მართავს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს- „შეუძლებელი
არაფერია“ დასკვნით ღონისძიებას.
28 მარტს 17 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში
(ჩოლოყაშვილის გამზ.#9) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო დებატები და
პროექტ „შეუძლებელი არაფერიას“ დასკვნითი ღონისძიება. მონაწილეობას მიიღებენ
„თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის
წევრები. ახალგაზრდები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების შესახებ
გამართავენ დებატებს.
პროექტი „ შეუძლებელი არაფერია“ მიზნად ისახავდა უსინათლო ახალგაზრდების
ინტეგრაციას საზოგადოებასთან, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის
დებატების სწავლების გზით საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას და
აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე საჯარო დისკუსიის არსებობის უზრუნველყოფას.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები,
„თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები, საქართველოს დებატებისა
და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ფონდ თბილისის მოზარდთა სახლის
წარმომადგენლები, ჟურნალისტები, საზოგადოების აქტიური წევრები.







კინო სკოლაში

2014 წლის მარტის თვიდან მოყოლებული ჩვენს სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში "კინო სკოლაში", რომელსაც ახორციელებს ეროვნული კინო ცეტრი.
კინო კლუბში უკვე ორი შესანიშნავი ფილმის ჩვენება გაიმართა და მაურებლებისც კმაყოფილნი დარჩნენ.
კინო კლუბის ამ პროექტისათვის შეიქმნა Facebookზე გვერდი Bridgeის კინოკლუბი
სადაც იტვირთება ნანახი თუ სასურველი ფილმები, იცვლება ინფორმაცია და სრულდება დავალებები!!!!







Thursday, March 20, 2014

დებატ კლუბი

2014 წლის 20 მარტს დებატ კლუბშ მორგი ბრძოლა გაიმართა :)

ერთმანეთს ერკინებოდნენ IX ა და IX ბ კლასის გუნდები

რეზოლუცია: გეორგიევსკის ტარქტატი გამართლებული/გაუმართლებელი





Wednesday, March 19, 2014

ვიბრძოლოდ ერთად

2014 წლის 19 მარტს კლუბის წევრთა ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე ლეიკემია და მოხდა თანატოლთა განათლების გზით ახალგაზრდებამდე ამ თემის მიტანა. შეხვედრაზე განხილული იყო ლეიკემიის დაავადება სამედიცინო კუთხით, ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი და მოეწყო დისკუსია.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის ჟურნალისტები, რომლებმაც გააშუქეს კიდეც შეხვედრა.
ინიციატივის ავტორებმა მოიძიეს სოციალურ ქსელში თანატოლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ლეიკემიითა დაავადებული და შეაგროვეს თანხა მის ანგარიშზე გადასარიცხად.
ასევე შიქმნა სპეციალური ბლოგი http://vibrdzolodertad.blogspot.com/  და Facebook-ზე გვერდი https://www.facebook.com/groups/217951828412551/















Friday, March 14, 2014

სტაჟრების პროგრამა გრძელდება

2014 წელს სტაჟრების პროგრამის ფარგლებში ჩვენი კლუბის კიდევ ერთმა წარმატებულმა წევრმა, სალომე ბალხამიშვილმა, გაიარა ორ კვირიანი სტაჟირების პროგრამა რუსთავის იუსტიციის სახლში.