B R I D G E
ბლოგი მოიცავს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტივობებს
Monday, December 1, 2014
Saturday, November 8, 2014
სტუმრად რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტი. მე-12 საჯარო სკოლა მუზეუმში. დღეს არაჩვეულებრივი ბავშვები არაჩვეულებრივი არქეოლოგები იყვნენ...
ბავშვებმა აწარმოეს გათხრები. მოიძიეს და გამოიკვლიეს ამა თუ იმ ნივთის შესახებ ინფორმაცია .
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა , ჩვენ კვლავ ვგეგმავთ აქტიურად ურთიერთობას , რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან .
Thursday, November 6, 2014
" ისტორიის ლაბირინთში "
2014 წლის 5 ნოემბერს , გაიმართა ძალიან საინტერესო პროექტი , ბიბლიოთეკა
" ნაკადულში ".მასში აქტიურად მონაწილეობა მიიღო ჩვენმა კლუბმა და ქ.რუსთავის N 16 საჯარო სკოლამ . ინტელექტუალური შეჯიბრი " ისტორიის ლაბირინთში".
სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ორი გუნდი : "ორატორები " და " ჯვაროსნები ".
თამაში წარიმართა რა ? სად ? როდის ? პრინციპით .
ძირითადი თემატიკა მოიცავდა , ერთიანი საქართველოს მეფეებს.
Monday, May 5, 2014
ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი
2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება საერთაშორისო კვირეული - თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა.
კვირეულის მიზანია, ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა. ყურადრების გამახვილება იმ საკითხებზე, რომელიც ექმნებათ შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
საქართველოში კვირეულის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია - „განათლება ყველასათვის - საქართველო“.
„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ აღნიშნული კოალიციის წევრია.
5 მაისს 15:30 წუთზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC, მისამართი - ოთარ ჩხეიძის 5) ფორუმის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, ჩატარდება დისკუსია თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ინკლუზიური განათლება. დისკუსიას წარუძღვება სფეროს ექსპერტი - თათია პაჭკორია.
7 მაისს, თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, შშმ პირების, მოწვეული სტუმრების მონაწილეობით მოეწყობა შეხვედრა ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით.
5-9 მაისს საჯარო სკოლებში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, მოსწავლეები გაეცნობიან გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“.
ჩვენს კლუბში კვირეულის ფარგლებში განხორვიელდა პირველი აქტივობა დოკუმენტური ფილმის "მფრინავი ენის" ჩვენებისა და განხილვის სახით.
Subscribe to:
Posts (Atom)