Tuesday, November 26, 2013

Etanews.ge

23 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყრბლის შენობაში გაიმართა შეხვედრა Etanews.ge -ს კორესპონტენტებთან,  რომელთა რიგებსაც დიდი წარმატებით იკავებენ ჩვენი კლუბის აქტიური წევრები ნუცა მეტრეველი და ნინო ყაველაშვილი.
აქვე გვინდა შემოგთავაზოთ ის სტატია, რომელიც ნუცას მიერ იქნა დაწერილი სპეციალურად Etanews.ge-ისათვის.





კლუბი ნუცას და ნინოს წარმატებებს უსურვებს ჟურნალისტურ მოღვაწეობაში!

Thursday, November 21, 2013

ღია გაკვეთილი

2013 წლის 21 ნოემბერს სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლას ეწვია სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის თავმჯდომარე, დამხმარე სახელმძღავნელოების ავტორი ქალბატონი ნინი ბესელია.
გაკვეთილი ჩატარდა სკოლის მე-9 ა კლასში, თემა იყო "ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა", სადაც სასწავლო რესურსად გამოყენებული იყო სამოქალაქო კლუბის"Bridge"ის მიერ შექმნილი ვიდეო ფილმი "შეანელე"http://www.youtube.com/watch?v=NHTuo_i-nSg.


















































Friday, November 15, 2013

კლუბში კლუბი


ჩვენი კლუბის აქტიურმა წევრებმა აამუშავეს ახალი ინიციატივა და ასევე სასკოლო კლუბთან "დედამიწელები" (საბუნებისმეტყველო საგნების კლუბია) შექმნეს ეკო კლუბი და განახორციელეს პირველი აქტივობა - სკოლის ეზოში დარგეს ნერგები! მელე ჩვენს სკოლაში ალუბლები აყვავდება :) ნერგები შემოწირულობის სახით სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მარინა როსტაშვილმა გაიღო, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით :)










ჩვენი სკოლა 60 წლისაა:)

კლუბი დიდი სიყვარულითა და სითბოთი ულოცავს საკუთარ სკოლას დაბადების დღეს! 60 წლის იუბილეს! უსურვებს დიდხანს ყოფნას და საგანმანათლებლო საქმიანობების კვლავ და კვლავ წარმატებით განხპრციელებას!











Sunday, November 10, 2013

შეხვედრა მერიაში



2013 წლის 7 ნოემბერს ჩვენი კლუბის წევრები: ლევან კობერიძე და ლუი გულიშვილი დაესწრნენ ქალაქის მერის მოადგილესთან გამართულ შეხვედრას, სადაც აქტიურად დააყენეს ისეთი საჭირბოროტო საკითხები, როგორიცაა: ვაჟა-ფშაველს ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის გაკეთება, პერიფერიულ ქუჩებზე ნაგვის ურნების დამატება და ნაგვის სისტემატური გატანა და ა.შ.

 
 

Saturday, November 9, 2013

პროექტი "მომავალი პროფესია"


აი, უკვე რამოდენიმე კვირაა კლუბში მიმდინარეობს პროექტი სახელწოდებით "მომავალი პროფესია", რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოახდინეს საკუთარი მომავალი პროფესიული არჩევანის დაფიქსირება და მისი ტრეზენტირება, შეიქმნა საინტერესო პლაკატები და მოეწყობა მათი გამოფენა. პარალელურად ამ მიმართულებით კლუბი თანამშრომლოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და რუსთავის სახანძროსთან და აწყობს გასვლით შეხვედრას უშუალოდ სახანძროს მოსანახულებლად.


ლელა მოსიძე მომავალი ვეტერინარი

ნინო დევიძე მომავალი ფინანსისტი


რაფაელ კულიევი მომავალი პოლიციელი

ქეთი ლობჟანიძე და პაატა ცაბუტაშვილი აღფრთოვანებულნი მეხანძრეობით






სტაჟირების პროგრამა

ამჟმად ჩვენი კლუბიდან რუსთავის იუსტიციის სახლში სტაჟირებას გადის ჩვენი კლუბის აქტიური წევრი ნუცა მეტრეველი!

ვულოცავთ მას ამ წარმატებას და დიდი გამოცდილების შეძენის საშუალებას და ვუსუსრვებთ დიდ წარმატებებს!



ღირსეული ადამიანები

2013 წლის 3-7 ნოებრის ფარგლებში კლუბის მიერ განხორცილედა სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლია ჰილში გამოფენის მოწყობა თემაზე "ღირსეული ადამიანები". გამოფენა მოიცავდა კედლის გაზეთებისა და პლაკატების შექმნასა და პრეზენტაცის მთელი კვირის განმავლობაში 10 წუთიანი დასვენებების დროს, გაცნობის მსურველთა წინაშე!