Friday, April 27, 2012

"ცოცხალი ბიბლიოთეკა"



2012 წლის 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის  სამოქალაქო კლუბის "Brige" -ის მიერ.
სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა შემდეგი სახის აქტივობეები:



1. პრეზენტაცია - ო'ჰენრის ბიოგრაფია (წარმოადგინა კლუბის წევრმა ბაქარ გაგოშიძემ)
















Saturday, April 14, 2012

ლიტერატურული კონკურსი

ლიდერთა სახლის მეთაურობით ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი (2012 წ.07/04 ) სადაც ჩვენ შეგვეძლო გაგვეგზავნა ჩვენს მიერ დაწერილი ნებისმიერი სახის თემა,მოთხრობა,ლექსი,ნოველა და ა.შ..
შემდეგ ეტაპზე გამოვლინდებოდა 10 საუკეთესო ნაშრომი,მოხდებოდა მათი საჯარო კითხვა და განხილვა და შემდეგ ეტაპზე გამოვლინდებოდა 3 ნომინანტი,საიდანაც გამარჯვებული თქვენი LIKE- ების მიხედვით გამოვლინდებოდა. გამარჯვებული და ორივე ნომინანტი კი დასაჩუქრდება ფასიანი და სამახსოვრო პრიზებით .. 
იქიდან გამომდინარე,რომ 3 ნომინანტი უკვე გამოვლინებულია,მე მოგახსენებთ სამეულში გასული თემების ავტორებს. 
1 ) მედეა გვილავა
2 ) ანი ძაბუნიძე
3 ) გვანცა საგანელიძე 


აწ უკვე მოხსენიებული,სამეულში გასული თემებიდან ორი ზუსტად ჩვენი სკოლიდან,ქ.რუსთავის #12 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან,კერძოდ კი X ქართული კლასის მოსწავლე ანი ძაბუნიძე და IX ქართული კლასის მოსწავლე საგანელიძე გვანცა. 
კონკურსი დამთავრდება 25 აპრილამდე.. 
შემდგომ განვითარებული მოვლენები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,აიტვირთება ბლოგზე :) 

Sunday, April 8, 2012

შეხვედრა მე-10-ე ბაგა-ბაღთან :)

 ‎30.03.12 წლის ქ.რუსთავის №12 საჯარო სკოლის ჟურნალისტები სალომე ბალხამიშვილი და სალომე თადუმაძე ესტუმრნენ ქ.რუსთავის მე 10ე ბაგა-ბაღს.გაესაუბრნენ ბავშვებს მათი მომავალი პროფესიების შესახებ და გაიგეს მათი სურვილები და ოცნებები. .გაესაუბრნენ ასევე მათ პედაგოგს რომელმაც ისაუბრა ახალი პროგრამების შესახებ რომლის მეშვეობითაც ბავშვი თან სწავლობს და ამასთანავე ერთობა კიდეც.ბავშვები ძალიან გახარებულები იყვნენ ამ ვიზიტით ...ასევე 94%უნდადათ ბევრი სათამაშო და კლუბი BRIDGE მზად არის რომ ეს ოცნება აუსრულოს :))) 


ტრენინგი თემაზე : რა არის დემოკრატია და დემოკრატიული საზოგადოება

  დღე,რომელმაც თითეული ჩვენგანი კიდევ უფრო გაგვზარდა.
ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენ აზრი დემოკრატიასთან დაკავშირებით,თუ რას წარმოადგენს ის ჩვენი შეხედულებით,არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში,ასევე გავეცანით იმას,თუ რომელ ქვეყნებში არის დამყარებული  ხსენებული მმართველობა.თუ რა პრობლემებს ჭრის და რას ქმნის ის :)
შემდეგ ჩვენ დავიყავით ჯგუფებად,წიგნიდან ' როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე' ,წავიკითხეთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული,რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ''პატარა ბიჭი გოლგოთაზე'',რის შემდეგაც თითეულ ჯგუფს ისტორიის მასწავლებელმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა გადასცა ტესტი აღნიშნულ მოთხრობასთან დაკავშირებით. თემის გარჩევის,გაანაზილების და კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ პრეზენტატორები შეუდგნენ გარჩეული თემის გაზიარებას მეგობარი ჯგუფებისთვის.თუ რისი მომტანი იყო მოთხრობა,რა იყო აღწერილი მასში,იყო თუ არა იმ პერიოდში დემოკრატიული მმართველობა და სხვ.


        




Friday, April 6, 2012

სასკოლო სამოქალაქო კლუბის ფუნქცია და საქმიანობა


21.03.2012 
სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ ერთმანეთს და იმსჯელეს კლუბის როლზე,ასევე ჩამოყალიბდნენ და შეუდგნენ რამდენიმე აქტივობის განხორციელებას :) ისინი განაწილდნენ ჯგუფებად და 3 წუთის შემდეგ  პრეზენტატორები შეუდგნენ პრეზენტაციას,აზრის გაზიარებას მეგობრებისთვის,თემაზე : '' სამოქალაქო კლუბის ფუნქცია და საქმიანობა '' .
დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა,მოხდა აზრების ერთთმანეთთან დაპირისპირება,გაიმართა დისკუსია და სხვ. . ასევე ქალბატონმა ირინა მელქაძემ,როგორც ყოველთვის საინტერესო,სახალისო და მრავლის მომტანი თამაშები შემოგვთავაზა :) 
დაიგეგმა ასევე მე-10ე ბაგა ბაღთან შეხვედრა და აქტივობის განხორციელების თანავე სიახლე აიტვირთება ბლოგზე :)  ასე რომ წინ მრავალი საინტერესოდ გადადგმული ნაბიჯი გველის :)
  


Party Rock ^^

ახალი წლის წინა დღეებში,სკოლის ბოლო დღეს ჩატარდა Party,სადაც მოსწავლეებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა გასართობ თამაშებში,ასევე მათ წარმოგვიდგინეს თავიანთი თავი როგორც მუსიკალურ ისე ქართული ხალხური ცეკვის სამყაროში. .. Party დამთავრდა 21:00 საათზე თუმცა მრავალი მათგანი არ დაშლილა და განაგრძეს გართობა :)) ჩვენს სკოლაში კი  ეს უკვე ყოველ წლიურ ტრადიციად იქცა.. Party  ბავშვებს წინა საახალწლო განწყობას უმაღლებს,ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და  ქმნის საუკეთესო მოგონებებს! 
 

მოსწავლეთა კლუბის შეკრება

2012 წლის 2 მარტს იყო მოსწავლეთა კლუბის შეკრება. კლუბის წარმომადგენლები VIII,IX და  X კლასელები არიან.მათ თავდაპირველად შეავსეს 4 ტიპის ტესტი,ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ირინა მელქაძე-გელაშვილის მეთაურობით,ტესტმა ბავშვებს მრავალი თვისება გამოუმუშავა.მათ ასევე მრავალი საინტერესო აქტივობა მოიფიქრეს რომელზეც ხორცის შესხმას უკვე ასევე აქტიურად ვიწყებთ :)  ჩვენ გამოვიმუშავეთ ჯგუფური მუშაობის კულტურა,შევაჯამეთ აზრები და მივიღეთ ჭკვიანური გადაწყვვეტილებები .. 


B r i d g e

  ქ.რუსთავის №12 საჯარო სკოლის ლოგო
      დევიზი :  '' ვაშენოთ მომავალი ''