Monday, December 1, 2014


თაობა შიდსის გარეშე!


 1 დეკემბერს, 17 :00 საათზე, სიქას ოფისში , გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა .
ერთად აღვნიშნეთ  შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე..
გავაკეთეთ ხე რომელშიც დავწერეთ თუ რას ვუსურვებდით შიდცით დაავადებულ ადამიანებს .
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა .















Saturday, November 8, 2014


სტუმრად რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტი. მე-12 საჯარო სკოლა მუზეუმში. დღეს არაჩვეულებრივი ბავშვები არაჩვეულებრივი არქეოლოგები იყვნენ...
ბავშვებმა აწარმოეს გათხრები. მოიძიეს და გამოიკვლიეს ამა თუ იმ ნივთის შესახებ ინფორმაცია .
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა , ჩვენ კვლავ ვგეგმავთ აქტიურად ურთიერთობას , რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან .
















Thursday, November 6, 2014

" ისტორიის ლაბირინთში "


2014 წლის 5 ნოემბერს , გაიმართა ძალიან საინტერესო პროექტი , ბიბლიოთეკა
 " ნაკადულში ".მასში აქტიურად  მონაწილეობა მიიღო ჩვენმა კლუბმა  და ქ.რუსთავის N 16 საჯარო სკოლამ . ინტელექტუალური შეჯიბრი " ისტორიის ლაბირინთში".
სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ორი გუნდი : "ორატორები " და " ჯვაროსნები ".
თამაში წარიმართა რა ? სად ? როდის ? პრინციპით .
ძირითადი თემატიკა მოიცავდა , ერთიანი საქართველოს მეფეებს.






Saturday, November 1, 2014

კინო კლუბში მუშაობა გრძელდება !!!

უკვე 1 წელია რაც ჩვენს სკოლაში კინო კლუბი აქტიურად მოღვაწეობს .
ყოვე პარასკევს იმართება კინო სეანსები .
ჩვენი მოსწავლეებიც რაღათქმაუნდა აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში .
იგეგმება ძალიან საინტერესო და მნშვნელოვანი აქტივობები და ღონისძიებები კინო კლუბში .





Monday, October 27, 2014

იმიტირებული სასამართლო პროცესი 

მოგესალმებით !!!
დღეს განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელობანი პროექტი " ჩემი უფლებები "
მოვაწყეთ განხილვა ბავშვთა უფლებების , ჩავატარეთ იმიტირებული სასამართლო პროცესი .
ამ პროექტის შემდგომ , მივიღეთ უფრო მეტი გამოცდილება , სამართლის სფეროში .














Monday, May 5, 2014

ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი



ამ სახელწოდებით შეუერთდა ჩვენი კლუბი საერთაშრისო კვირეულს!

2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება საერთაშორისო კვირეული - თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა.
კვირეულის მიზანია, ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა. ყურადრების გამახვილება იმ საკითხებზე, რომელიც ექმნებათ შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
საქართველოში კვირეულის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია - „განათლება ყველასათვის - საქართველო“.
„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ აღნიშნული კოალიციის წევრია.
5 მაისს 15:30 წუთზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC, მისამართი - ოთარ ჩხეიძის 5) ფორუმის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, ჩატარდება დისკუსია თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ინკლუზიური განათლება. დისკუსიას წარუძღვება სფეროს ექსპერტი - თათია პაჭკორია.
7 მაისს, თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, შშმ პირების, მოწვეული სტუმრების მონაწილეობით მოეწყობა შეხვედრა ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით.
5-9 მაისს საჯარო სკოლებში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, მოსწავლეები გაეცნობიან გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“.


ჩვენს კლუბში კვირეულის ფარგლებში განხორვიელდა პირველი აქტივობა დოკუმენტური ფილმის "მფრინავი ენის"  ჩვენებისა და განხილვის სახით.




სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი 2013

ჩვენი საამაყო ირინა მასწავლებელი

გილოცავთ და გვიხარია რომ ჩვენი მასწავლებელი ხართ!