Wednesday, October 23, 2013

"ჯანსაღი კვების კავშირი" ტრენინგი სიქაში

19 ოქტომბერს სიქა-ს თანასწორგანმანათლებმა მარი გამსახურდიამ და გიორგი გოგაძემ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ - "ჯანმრთელი კვების კავშირი". ტრენინგი ჩატარდა ორგანიზაცია RTI International -თან პარტნიორობით, რომელთა მიერ მოხდა თანასწორგანმანათლებელთა გადამზადება კონკრეტული სატრენინგო მოდულის მიხედვით. ტრენინგს დაესწრნენ წალკის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და რუსთავის მუნიციპალიტეტების "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების უფროსკლასელები.

 ჩვენი კლუბიდან ესწრებოდა მარიამ ცუხიშვილი, რომელიც საოცარი შტაბეწდილებებით დაბრუნდა უკან :)

დიდი მადლობა ორგანიზატორებს!




 

2012-2013 სასწავლო წლის წარმატებული კლუბელების დაჯილდოვება

2013 წლის 22 ოქტომბერს ჩვენს კლუბში გაიმართა დაჯილდოვობის ცერემონიალი.

ასევე მოხდა წინა სლის შეჯამება და ახალი გეგმების დასახვა!

შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და ბევრის ახალი გამოძახილიც ჰქონდა :)





Monday, October 7, 2013

"წარმატების ისტორიები" #3


ესეც კიდევე რთი ისტორია
კლუბის აქტიური წევრი პაატა ცაბუტაშვილი        



 
erTi Cveulebrivi saswavlo dRe iyo.bavSvebisagan gavige rom Cvens skolaSi arsebobda samoqalaqo განათლების klubi. davinteresdi da mivedi am klubSi. romlis meurvec aris irina მასწავლებელი. imdenad saintereso iyo იq mimdinare procesebi rom gamiCnda survili mec mimeRo monawileoba da gavmxdariyavi მისი  wevri.
მალევე მივხვდი რომ klubi xels uwyobs adamianis aqtiur moqalaqed Camoyalibebas. mas Semdeg sistematiurad vRebulob monawileobas sxvadasxva proeqtebsa Tu aqtiobebSi da CarTuli ვარ klubis samoqalaqo cxovrebaSi.
http://bridge-for-us.blogspot.com/
am programam me bevri ram maswavla da SemZina cxovrebiseuli gamocdileba. rac mTavaria am klubma  mis meurvesTan erTad gamzarda da Camomayaliba aqtiur moqalaqed. maswavla ra aris Cemi ufleba da rogor unda davicva igi. amis Semdeg me vecdebi davicva ara amerto Cemi uflebebi aramed garSemo myofTac. gamocdileba miviღe adamianebTan urTierTobebSi sxva da sxva doneze da gavige Tu ras nisSnavs iyo “aqtiuri moqalaqe”.
aseve wels me viyavi skolidan is erTaderTi da bednieri bavSvi romelic wavida bazaleTis banakSi.es banaki aris mxolod da mxolod im moswavleebisTvis romelebic klubSi aqtiurad arian CarTulni.me am banakSi viyavi 5 DdRiT magra udidesi გამოცდილება miviRe.aseve SeviZine bevri kargi unari rac vfiqrob momavalSi aucileblad gamomadgeba. banakma motivacia SemZina rogorc saklubo doneze aseve cxovrebaSi. imdenad dadebiTi da kargi emociebiT davbrundi banakidan rom msurda es emociebi Cemi megobrebisTvisac gameziarebina
rac Seexeba Cems momaval profesias klubma didi roli iTamaSa amaSic.radgan swored aq yofnis periodSi mivxvdi Tu vin var me da ra msurs.

პაატა ცაბუტაშვილი
2013 წელი 

"წარმატების ისტორიები" #2

ამ ჯერად შემოგთავზებთ ჩვენი კლუბის პირველი ლიდერის
ნიკა გაბათაშვილი წარმატების ისტორიას





2010 წლიდან დავიწყე აქტიური მუშაობა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში, რომელიც ხორციელდებოდა Ph International ის "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. გარკვეული გამოცილება უკვე მქონდა მსგავს აქტივობებში მონაწილობის და მით უფრო რომ კლუბს ჩემი დამრიგებელი მეურვეობდა :) და ჩემი კლასელებიც მოტივირებულნი აღმოჩნდნენ. გადავეშვი სამოქალაქო ცხოვრებაში და მინდა სიხარულით ავღნიშნო რომ ძალიან მომეწონა.
აქტივობები, შეხვედრები, სტაჟირებები, ბანაკები, ახალი სახეები, მეგობრები საქართველოს ამშტაბით, თავდაჯერება, ორგანიზება, საქმიანი დამოკიდებულება, უდიდესი გამოცდილება.
დღეს SIQA - ში http://siqaorg.blogspot.com/  (სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ვმუშაობ, 
ENO კლუბის ლიდერად https://www.facebook.com/photo.php?fbid=579494635450964&set=a.135785593155206.24256.131666976900401&type=1&theater  და პროგრამა  focus green-ში, რომლის ფარგლებშიც მივემგზავრებით ვიზიტით სამოხეთში.
მე ვამაყობ იმით რასაც ვაკეთებ და მიხარია რომ მოვხვდი იქ და იმ დროს :)
ყველას წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი
ნიკა გაბათაშვილი
2013 წელი

"წარმატების ისტორიები"



 კლუბში დავიწყეთ ჩვენს წარმატებულ წევრებზე დღიურის წარმოება :)

პირველს თქვენ წინაშე წარმოვადგენთ ნუცა მეტრეველს ...




„ჩემი გზა წარმატებისკენ“ ასე დავარქმევდი იმ დღეს როდესაც პირველად  გავწევრიანდი სამოქალაქო კლუბ:“bridge”-ში, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი თუ რამდენი რამის შეცვლა შეეძლებოდა ამ დღეს ჩემს ცხოვრებაში.
მე მონდომებით ვეკიდებოდი ჩემს მოვალეობას კლუბში, ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და მეც ვხვდებოდი რომ ეს გზა წამიყვანდა წარმატებისკენ.
ვაკეთებდი რეპორტაჟებს, ვიღებდი ინტერვიუებს რაც ერთგვარი გამოცდილება იყო ჩემი მომავალი პროფესიის უკეთ შესწავლასა და შეყვარებაში, ნელ-ნელა უფრო მეტი სურვილი მიჩნდებოდა იმისა რომ ჩემს მომავალ პროფესიად „ჟურნალისტობა“-ამერჩია.
კლუბის შემაჯამებელზე კი ჩემდა სასიხარულოდ დამასახელეს:“კლუბის ჟურნალისტად“,რამაც დიდი სიხარული გამოიწვია ჩემში.
ცოტა-ხნის შემდეგ შევიტყვე რომ ირჩევდნენ „ახალგაზრდა ჟურნალისტებს“ და გადავწყვიტე შემევსო ანკეტა,რამდენიმე დღეში კი დადებითი პასუხი მომივიდა და იმ დღიდანვე დავიწყე ნიუსების ძებნა და წერა
etanews.ge-სთვის ,http://www.etanews.ge/sporti/58-elene-gedevanishvilma-sotcis-olimpiadis-licenzia-moipova.html  ვთვლი რომ ამაზე დიდი გავლენა მოახდინა კლუბ-bridge-მა რადგან ყველაფერი კლუბური მუშაობიდან დაიწყო და ეს ახლა მეხმარება იმაში რომ მონდომებით მოვეკიდო ჩემს საქმიანობას და კლუბში შეძენილი პრაქტიკა ხარისხიანად გამოვიყენო. დარწმუნებული ვარ იმაში რომ კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი სამოქალაქო მიმართულებით მუშაობისას.
 


ნუცა მეტრეველი
2013 წელი




PIN - "ადამიანი გაჭირვებაში"


ჩვენს კლუბში სიახლეა!

ჩავერთეთ ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" სასწავლო პროგრამაში
 "დოკუმენტური ფილმებით სწავლება"

უკვე რამოდენიმე სოციალური კლიპის ნახვა მოვასწარით და ვიდისკუსიეთ კიდეც!

შთაბეჭდილებებით დახუნძლურნი ვართ!