Monday, April 29, 2013

ახალგაზრდული ფორუმი 2013








2013 წლის 27 აპრილს ქ.რუსთავის დეკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული ფორუმი "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში!

ჩვენი კლუბიდან წარმოდგენილნი იყვნენ: სალომე თადუმაძე და სალომე ბალხამიშვილი

ახალგაზრდებმა იმუშავეს მნიშვნელოვან საკითხებზე და მოიპოვეს კიდეც საქაქის თვითმმართველობისგან თუ კომეციული სექტორისგან მხარდაჭერა!

ვუსურვებთ ყველა პროექტს წარტებას!
დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

მასტერ კლასები 2013

 

 
სამოქალაქო განათლების ამერიკელი ექსპერტები ჯინ ბერტიომი და ქეთრინ ქედველი „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას“ წელსაც ეწვივნენ და პროგრამის მონაწილე პედაგოგებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. 23–24 აპრილს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში CTC გამართული ვორქშოპი „პროფესიული გაზიარების ჯგუფები“ პედაგოგებს ერთმანეთისთვის პროფესიული ცოდნის გაზიარების გზებსა და საშუალებებს სთავაზობდა: როგორ დავეხმაროთ კოლეგებს მათ წინაშე არსებული პროფესიული დილემის გადაწყვეტაში, როგორ ვიპოვოთ ერთმანეთის დახმარებით დილემიდან სწორი და ეფექტური გამოსავალი და როგორ ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი. ამ საკითხებთან დაკავშირებით სემინარზე თეორიული მსჯელობის პარალელურად რამდენიმე პრაქტიკული სამუშაოც ჩატარდა, რომელმაც ნათლად დაანახა მასტერკლასის მონაწილეებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთისადმი კოლეგიალური და ობიექტური დამოკიდებულება როგორც პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის, ისე საერთო წარმატებისთვის. ვორქშოპი ვიდეოგაკვეთილის სახითაც ჩაიწერა, რომლის ნახვის და გაზიარების შესაძლებლობა პროგრამის მონაწილე ყველა პედაგოგს ექნება.
25–26 აპრილის სემინარზე, თემით – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდები“ – ჯინმა და ქეთრინმა (ისინი ჰარვუდის გაერთიანების საშუალო სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებებს ასწავლიან), საკუთარ მრავალწლიან პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი ცოდნა, პრაქტიკული სწავლების მეთოდები და სხვადასხვა სავარჯიშოები, თამაშები გაუზიარეს პედაგოგებს. მათი განხილვისას პედაგოგებმა საკუთარი პრაქტიკიდანაც მოიტანეს კონკრეტული მაგალითები და კოლეგებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილეს ისინი. წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა პირდაპირი, ირიბი და ადვოკატირების გზით პრობლემის მოგვარების ფორმებზე წარიმართა, რაც სემინარის ერთ–ერთი ძირითადი საკითხი იყო.
აგრეთვე გაიმართა სამოდელო გაკვეთილი, რომელშიც ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა–მათემატიკის 42–ე საჯარო სკოლის მე–9 –10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გაკვეთილის თემად ალეგორიული სამყაროდან (სიბნელიდან) რეალურ სამყაროში (სინათლეში) გადასვლის ამბავი იყო მოთხრობილი (დადგმული), რომელიც შემდეგ მოსწავლეებმა და ამერიკელმა ექსპერტებმა ერთად განიხილეს. ვორქშოპის მონაწილე პედაგოგები ამ ყველაფერს ჯერ თვალ–ყურს ადევნებდნენ, შემდეგ კი მსჯელობაში ჩაერთვნენ. დისკუსიის მონაწილენი ჰიპოთეზური გაკვეთილიდან მიღებულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე ჩამოყალიბდნენ.
ჯინ ბერტიომი და ქეთრინ ქედველი მასტერკლასზე „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლებაში“ უკუკავშირის პროტოკოლის და პროექტთან კავშირში მყოფი სათემო პარტნიორების ძიების საკითხსაც შეეხნენ და დასასრულს ვორქშოპის მონაწილე პედაგოგებთან ერთად ორდღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
 
აღნისნულს ესწრებოდა ჩვენი კლუბის მეურვე ირინა მელქაძე-გელაშვილი, სადანაც ძალზედ კმაყოფილი დაბრუნდა  :)
 

Tuesday, April 16, 2013

შეხვედრა გოჩა ტყეშელაშვილთან


















პროექტის "ვაშენოთ მომავალი" სამოქმედო ფაზაშია

2013 წლის 13 აპრილს პროეტის "ვაშენოთ მომავალი" ფარგლებში განხორციელდა მორიგი აქტვობა, რომელიც მოიცავდა ფილმის "წითელი ბუშტი" ჩვენებასა და განხილვას!

აქტივობაში მონაწილობდა პროექტის 50 მონაწილე








Saturday, April 13, 2013

შეხვედრა პროკურორთან "სიდა"-ში

2013 წლის 12 აპრილს ორანიზაცია სიდაში გაიმართა ახალგაზრდების, მოსწავლეების შეხვედრა ქალაქის პროკურორთან და განხილული იქნა რიგი საკითხები!

ასევე გამოითქვა მოზარდთა მხრიდან რამოდენიმე ინიციატივა, როგორიცაა პროკურატურაში ვიზიტი და საქმიან წარმოების ხილვა და გაცნობა, შეჯიბრი სპორტულ აქტივობებში და ექსკურსიერბი!

ჩვენი კლუბიდან შეხვედრას ესწრებოდა პაატა ცაბუტაშვილი და ქეთი ლობჟანიძე.


Wednesday, April 10, 2013

სტაჟირებები გრძელდება

 ქვემო ქართლის რეგიონულ ტელეკომპანიაში გადის სტაჟირებას ჩვენი კლუბის აქტიური წევრი პაატა ცაბუტაშვილი, რომელიც უაღესად კამყოფილია პრგრამით და თვლის რომ სასარგებლოდ, სასიამოვნოდ და ძალზედ გამოსადეგად ატარებს დროს :)

წარმატებები პაატას!!!!



ტრენინგი ლიდერობაზე და გუნდის მართვაზე


2013 წლის 6 აპრილს ქ.რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ჩვენი პროექტის "ვაშენოთ მომავალი" კიდევ ერთი სატრენინგო შეხვედრა, თემაზე ლიდერი და გუნდი მართვა! 
ტრენინგს ესწრებოდნენ ქალაქის კლუბების აქტიური წევრები და ქალაქის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები!
ტრენინგმა დიდი ემოციით ჩაიარა და მეტად შეუწყო ხელი პროექტის მიზნის განხორცილებას!

კლუბი დიდ მადლობა უხდის თითიეულ მონაწილეს და სოცილაური სააგენტოს რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრს!














Wednesday, April 3, 2013

გეხუტებით ყველას!

ჩახუტების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქალაქო აქტივობაში, რომლის კოოდინირებას სიქა ახდენდა ჩვენი კლუბიც აქტიურად ჩაერთო, შევქმენით პლაკატები, პოსტერები და გავეშურეთ ხალთან ჩასახუტებლად (კლუბიდან 15 წევრი)


უაღრესად თბილი აქცია გამოგვივიდა!

დიდი მადლობა სიქას ორგანიზებისათვის!


ტრენინგი "გუნდი და ჯგუფი"


2013 წლის 3 აპრილს კლუბის მიმდინარე პროექტის "ვაშენოთ მომავალი" ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე "გუნდი და ჯგუფი", რომელშიც მონწილოებას იღებდნენ ქალაქის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები (20 მოსწავლე) და ქალაქის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები (16 ბავშვი)

ტრენინგს ეწსრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული საკოოდინაციო ცენტრის წარმომადგენლები.

ტრენინგის მონაწილენი კმაყოფილნი დარჩნენ ამ აქტივობაში მონაწილობით და უკვე 6 აპრილს დაგეგმილ მორიგ ტრენინგზეც სიხარულით გამოხატეს დასწრების სურვილი.

კლუბი დიდ მადლობა უხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანადგომისა და აქტიური ჩართულობისათვის! 

შეგიძლიათ იხილოთ პროექტის გვერდი Facebook- ზე