Friday, February 1, 2013

შუალედური შემაჯამებელი


2013 წლის 30 იანვარს მარნეულის საკრებულოს შენობის დიდ სააქტო დარბაზში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები. პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ გააკეთა ანალიზი პროგრამის მესამე წლის პირველი ნახევრის განმავლობაშ მიღწეული შედეგების შესახებ. რეგიონის ხუთმა აქტიურმა კლუბმა გააკეთა საკლუბო მუშაობის პრეზენტაცია. PH-International-ის მცირე გრანტების პროგრამის მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში პროგრამის მიმდინარეობით. ღონისძიების დასასრულს აქტიური სამოქალაქო კლუბები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა 120-ზე მეტი აქტიური კლუბის წევრი და მეურვე.
  

ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი მიღწევების შესახებ და ასევე დავჯილდოვდით სიგელებითა და ლაზერული პრინტერით :))))))))))))) 





 

No comments:

Post a Comment