Monday, May 5, 2014

ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი



ამ სახელწოდებით შეუერთდა ჩვენი კლუბი საერთაშრისო კვირეულს!

2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება საერთაშორისო კვირეული - თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა.
კვირეულის მიზანია, ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა. ყურადრების გამახვილება იმ საკითხებზე, რომელიც ექმნებათ შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
საქართველოში კვირეულის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია - „განათლება ყველასათვის - საქართველო“.
„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ აღნიშნული კოალიციის წევრია.
5 მაისს 15:30 წუთზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC, მისამართი - ოთარ ჩხეიძის 5) ფორუმის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, ჩატარდება დისკუსია თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ინკლუზიური განათლება. დისკუსიას წარუძღვება სფეროს ექსპერტი - თათია პაჭკორია.
7 მაისს, თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, შშმ პირების, მოწვეული სტუმრების მონაწილეობით მოეწყობა შეხვედრა ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით.
5-9 მაისს საჯარო სკოლებში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, მოსწავლეები გაეცნობიან გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“.


ჩვენს კლუბში კვირეულის ფარგლებში განხორვიელდა პირველი აქტივობა დოკუმენტური ფილმის "მფრინავი ენის"  ჩვენებისა და განხილვის სახით.




სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი 2013

ჩვენი საამაყო ირინა მასწავლებელი

გილოცავთ და გვიხარია რომ ჩვენი მასწავლებელი ხართ!