Thursday, November 29, 2012

კიდევ ერთი წარმატებული კონსულტაციები


2012 წლის 29 ნოემბერს მორიგი კონსულტაციები გაიმართა, რომლესაც ამ ჯერად ესწრებოდა #1,15 სკოლების გუნდები!


ადვოკატი ლელა ფოჩხუა




ადვოკატი ლევან გელაშვილი
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გვერდი Facebook-ზეhttps://www.facebook.com/KanoniDghes

Wednesday, November 28, 2012

კონსულტაციები და ისევ კონსულტაციები



 2012წლის 28 ნოემბერს საია-ს რუსთვის ფილიალში კავლავ მუშობდნენ სკოლები, იღებდნენ იურისტებთან კონსულტაციებს და აყალიბებდნენ პოზიციებს.
დღეს კონსულტაცია გაიარეს #7, 20, 28 სკოლების გუნდებმა.
მონაწილეები დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით გამოირჩევიან!

ყველას ვუსურვებთ წარმატებას!













Tuesday, November 27, 2012

კონსულტაციები გუნდებთან გრძელდება


პროექტის "კანონი დღეს" ფარგლებში კონსულტაციები გუნდებთან დიდი წარმატებით მიმდინარეობს.
დღეს  2012 წლის 27 ნოემბერს, კონსულტაცია გაიარა #2 სკოლის გუნდმა, საიას რუთავის ფილიალის თავმჯდომარესთან, ეკატერინე ფავლენიშვილთან. 





 

Monday, November 26, 2012

ჩვენი წარმატებული სტაჟიორი :)


2012 წელს კლუბი აქტიურად ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ჩვენი კლუბის აქტიური წევრი ანი თევდორაშვილი.
მან შეავსო განაცხადი, დაწერა სამოტივაციო წერილი და მოხვდა რუსთავის იუსტიციის სახლში ერთ თვიან სტაჟირებაზე.
კლუბი უსურვებს წარმატებას ანის მომავალი პროფესიის შერჩევის საქმეში!








კონსულტაციები დაიწყო

 







 
 
2012 წლის 26 ნოემბერს პროექტის "კანონი დღეს" ფარგლებში დაიწყო პირველი კონსულტაციები იურისტებთან.

 #12, 13, 20 და 15 სკოლების გუნდებმა გაიარეს იურიეტებთან კონსულტაციები იმიტირებული სასამართლო პროცესების პირველი დაპირისპირებისათვის, რომელიც გაიმართება 2012 წლის 4 დეკემბერს 15:00 - 18:00 საათებში ქ.რუსთვის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

Saturday, November 24, 2012

დეკემბრის თვეც დაიგეგმა..... :)






2012 წლის 24 ნოემბერს 11:00 საათზე კლუში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1. პროექტი "კანონი დღეს" (მიმდინარეობა);

2.საქველმოქმედო აქციის დაგეგმვა (დეტალების განხი

ლვა და განსახორციელებელი აქტივობების შეჯერება);
3. 1 დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი აქტივობების განხილვა, ფუნქციების გადანაწილება;
4. კლუბის ლიდერის ანგარიში გაწეული მუსაობის შესახებ.
 
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა კლუბის 30 წარმომადგენელი, სადაც დაწვრილებით იქნა ზემოთაღნიშნული საკითხები განხილული და უახლოეს მომავალში მათ სისრულეში მოსაყვანად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები!
 
 

Thursday, November 22, 2012

პროექტი "კანონი დღეს" საიაში




2012 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის რუსთავის ფილიალში, გაიმართა პირველი შეხვედრა კლუბებთან და მათ მეურვეებთან, სადაც თითოეულ გუნდს გადაეცა კაზუსები და სარჩელისა და შესაგებლის ფორმები, რომლის მიხედვითაც მათ უნდა დაამუშავონ პროეცესის მსვლელობა. 

აღნიშნულ შეხვედრაზეიმყოფებოდნენ და კონსულტაციას გასცემდნენ საადვოკატო ბიუროების იურისტებიც.







პროექტი "კანონი დღეს"


მინდა გახაროთ რომ პროექტი "კანონი დღეს" დაიწყო, შევიდა აქტიურ ფაზაში!



2012 წლის 21 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელსაც ესწრებოდნენ ქ. რუსთავის 8 სკოლის, 8 სამოქალაქო კლუბის მეურვეები და წევრები. ესენი არიან:
სსიპ ქ.რუსთავის #1  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #2 სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #7  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #12  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #13  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #15  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #20  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #28  სკოლა
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია (თავმჯდომარე ეკატერინე ფავლენიშვილი), საადვოკატო ბიუროს "ფოჩხუა და კომპანია" წარმომადგენლები, პრესა (რუსთვის ამბები), ტელევიზია (ქვემო ქართლი, ინფო9), "სიქა"-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია

შეხვედრაზე მოხდა გუნდების დაკონპლექტება იმიტირებული სასამართლო პროცესის პირველი ტურისათვის  შემდეგი სახით:

#15 სკოლის გუნდი-#12 სკოლის გუნდი
#13 სკოლის გუნდი-#20 სკოლის გუნდი
#1 სკოლის გუნდი-#7 სკოლის გუნდი
#2 სკოლის გუნდი-#28 სკოლის გუნდი

გუნდებს გადეცათ მასალები, სადაც წარმოდგენილი იყო საჩვენებელი ამოხსნილი კაზუსი, კონსულტაციების დასაგეგმად შესაძლო ტარიღები, სახელმძღვანელო "სასამართლო სხდომის მიმდინარეობა", შეფასების კრიტერიუმები განმარტებებით.

გარდა ამისა თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს თითო პლაკატი თემაზე "ადამიანის უფლებები" და შედეგად შეიქმნება 2013 წლის კალენდარი.


ამავე შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აცოაიციის თავმჯდომარემ დანიშნა კონსულტაციისა და განხილვის დღეები.

წარმატებებს ვუსურვებთ კლუბებს! :)