Thursday, November 22, 2012

პროექტი "კანონი დღეს"


მინდა გახაროთ რომ პროექტი "კანონი დღეს" დაიწყო, შევიდა აქტიურ ფაზაში!



2012 წლის 21 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელსაც ესწრებოდნენ ქ. რუსთავის 8 სკოლის, 8 სამოქალაქო კლუბის მეურვეები და წევრები. ესენი არიან:
სსიპ ქ.რუსთავის #1  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #2 სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #7  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #12  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #13  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #15  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #20  სკოლა
სსიპ ქ.რუსთავის #28  სკოლა
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია (თავმჯდომარე ეკატერინე ფავლენიშვილი), საადვოკატო ბიუროს "ფოჩხუა და კომპანია" წარმომადგენლები, პრესა (რუსთვის ამბები), ტელევიზია (ქვემო ქართლი, ინფო9), "სიქა"-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია

შეხვედრაზე მოხდა გუნდების დაკონპლექტება იმიტირებული სასამართლო პროცესის პირველი ტურისათვის  შემდეგი სახით:

#15 სკოლის გუნდი-#12 სკოლის გუნდი
#13 სკოლის გუნდი-#20 სკოლის გუნდი
#1 სკოლის გუნდი-#7 სკოლის გუნდი
#2 სკოლის გუნდი-#28 სკოლის გუნდი

გუნდებს გადეცათ მასალები, სადაც წარმოდგენილი იყო საჩვენებელი ამოხსნილი კაზუსი, კონსულტაციების დასაგეგმად შესაძლო ტარიღები, სახელმძღვანელო "სასამართლო სხდომის მიმდინარეობა", შეფასების კრიტერიუმები განმარტებებით.

გარდა ამისა თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს თითო პლაკატი თემაზე "ადამიანის უფლებები" და შედეგად შეიქმნება 2013 წლის კალენდარი.


ამავე შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აცოაიციის თავმჯდომარემ დანიშნა კონსულტაციისა და განხილვის დღეები.

წარმატებებს ვუსურვებთ კლუბებს! :)











No comments:

Post a Comment