Monday, October 7, 2013

"წარმატების ისტორიები" #2

ამ ჯერად შემოგთავზებთ ჩვენი კლუბის პირველი ლიდერის
ნიკა გაბათაშვილი წარმატების ისტორიას





2010 წლიდან დავიწყე აქტიური მუშაობა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში, რომელიც ხორციელდებოდა Ph International ის "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. გარკვეული გამოცილება უკვე მქონდა მსგავს აქტივობებში მონაწილობის და მით უფრო რომ კლუბს ჩემი დამრიგებელი მეურვეობდა :) და ჩემი კლასელებიც მოტივირებულნი აღმოჩნდნენ. გადავეშვი სამოქალაქო ცხოვრებაში და მინდა სიხარულით ავღნიშნო რომ ძალიან მომეწონა.
აქტივობები, შეხვედრები, სტაჟირებები, ბანაკები, ახალი სახეები, მეგობრები საქართველოს ამშტაბით, თავდაჯერება, ორგანიზება, საქმიანი დამოკიდებულება, უდიდესი გამოცდილება.
დღეს SIQA - ში http://siqaorg.blogspot.com/  (სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ვმუშაობ, 
ENO კლუბის ლიდერად https://www.facebook.com/photo.php?fbid=579494635450964&set=a.135785593155206.24256.131666976900401&type=1&theater  და პროგრამა  focus green-ში, რომლის ფარგლებშიც მივემგზავრებით ვიზიტით სამოხეთში.
მე ვამაყობ იმით რასაც ვაკეთებ და მიხარია რომ მოვხვდი იქ და იმ დროს :)
ყველას წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი
ნიკა გაბათაშვილი
2013 წელი

No comments:

Post a Comment