Monday, October 7, 2013

"წარმატების ისტორიები"



 კლუბში დავიწყეთ ჩვენს წარმატებულ წევრებზე დღიურის წარმოება :)

პირველს თქვენ წინაშე წარმოვადგენთ ნუცა მეტრეველს ...




„ჩემი გზა წარმატებისკენ“ ასე დავარქმევდი იმ დღეს როდესაც პირველად  გავწევრიანდი სამოქალაქო კლუბ:“bridge”-ში, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი თუ რამდენი რამის შეცვლა შეეძლებოდა ამ დღეს ჩემს ცხოვრებაში.
მე მონდომებით ვეკიდებოდი ჩემს მოვალეობას კლუბში, ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და მეც ვხვდებოდი რომ ეს გზა წამიყვანდა წარმატებისკენ.
ვაკეთებდი რეპორტაჟებს, ვიღებდი ინტერვიუებს რაც ერთგვარი გამოცდილება იყო ჩემი მომავალი პროფესიის უკეთ შესწავლასა და შეყვარებაში, ნელ-ნელა უფრო მეტი სურვილი მიჩნდებოდა იმისა რომ ჩემს მომავალ პროფესიად „ჟურნალისტობა“-ამერჩია.
კლუბის შემაჯამებელზე კი ჩემდა სასიხარულოდ დამასახელეს:“კლუბის ჟურნალისტად“,რამაც დიდი სიხარული გამოიწვია ჩემში.
ცოტა-ხნის შემდეგ შევიტყვე რომ ირჩევდნენ „ახალგაზრდა ჟურნალისტებს“ და გადავწყვიტე შემევსო ანკეტა,რამდენიმე დღეში კი დადებითი პასუხი მომივიდა და იმ დღიდანვე დავიწყე ნიუსების ძებნა და წერა
etanews.ge-სთვის ,http://www.etanews.ge/sporti/58-elene-gedevanishvilma-sotcis-olimpiadis-licenzia-moipova.html  ვთვლი რომ ამაზე დიდი გავლენა მოახდინა კლუბ-bridge-მა რადგან ყველაფერი კლუბური მუშაობიდან დაიწყო და ეს ახლა მეხმარება იმაში რომ მონდომებით მოვეკიდო ჩემს საქმიანობას და კლუბში შეძენილი პრაქტიკა ხარისხიანად გამოვიყენო. დარწმუნებული ვარ იმაში რომ კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი სამოქალაქო მიმართულებით მუშაობისას.
 


ნუცა მეტრეველი
2013 წელი




No comments:

Post a Comment