Saturday, April 14, 2012

ლიტერატურული კონკურსი

ლიდერთა სახლის მეთაურობით ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი (2012 წ.07/04 ) სადაც ჩვენ შეგვეძლო გაგვეგზავნა ჩვენს მიერ დაწერილი ნებისმიერი სახის თემა,მოთხრობა,ლექსი,ნოველა და ა.შ..
შემდეგ ეტაპზე გამოვლინდებოდა 10 საუკეთესო ნაშრომი,მოხდებოდა მათი საჯარო კითხვა და განხილვა და შემდეგ ეტაპზე გამოვლინდებოდა 3 ნომინანტი,საიდანაც გამარჯვებული თქვენი LIKE- ების მიხედვით გამოვლინდებოდა. გამარჯვებული და ორივე ნომინანტი კი დასაჩუქრდება ფასიანი და სამახსოვრო პრიზებით .. 
იქიდან გამომდინარე,რომ 3 ნომინანტი უკვე გამოვლინებულია,მე მოგახსენებთ სამეულში გასული თემების ავტორებს. 
1 ) მედეა გვილავა
2 ) ანი ძაბუნიძე
3 ) გვანცა საგანელიძე 


აწ უკვე მოხსენიებული,სამეულში გასული თემებიდან ორი ზუსტად ჩვენი სკოლიდან,ქ.რუსთავის #12 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან,კერძოდ კი X ქართული კლასის მოსწავლე ანი ძაბუნიძე და IX ქართული კლასის მოსწავლე საგანელიძე გვანცა. 
კონკურსი დამთავრდება 25 აპრილამდე.. 
შემდგომ განვითარებული მოვლენები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,აიტვირთება ბლოგზე :) 

 ....
ანი ძაბუნიძე : 

       * * *        


ვინ რა ცის, ამ ჩემს გულში

რა დარდია ჩახვეული,

დროს რაზე ვკლავ სინანულში,

და ან რაზე მტკივა გული.

ამ დღეს, დილით, მშვენიერ დღეს,

რით შევწუხდი, რა მეწყინა,

ბავშვობიდან რა ფიქრი მსდევს,

ვიტირე თუ გამეცინა.

რა ფიქრია, რა გრძნობაა,

ხან სიამით რომ მაღელვებს,

ხანაც დამსვამს მგლოვიარედ,

მაღვრევინებს ცხარე ცრემლებს

ვინ რა იცის რა მაწუხებს,

რა ტკივილს ვგრძნობ მარცხნივ, გვერდში,

და ხანდახან სიცილ-ტირილს,

რაზე ვურევ ერთმანეთში.

რატომ ვსდუმვარ და არავის,

არ ვაგონებ ბედზე ჩივილს,

მარტოდმარტო რად განვიცდი,

სისხლით დამწვარ ძარგვის ტკივილს.

მე რატომ მაქვს დიდი განცდა,

ტანჯვისა და სიხარულის,

და მე უფრო რატომ მესმის,

დაძახება ჩემი გულის.

ვინ რა იცის, დღეს ოცნებით,

რა ფიქრები არ დავქარგე,

ბევრი წმინდა საიდუმლო,

წინ დამიდგა როგორც სარკე.

მე ეს გული არ მასვენებს,

და არ მინდა ამდენს ვგრძნობდე,

განა არ სჯობს მეც სხვებსავით,

გაუგებრად ვიცინოდე.

თუ რომ ჩემთან ზამთარია,

იყინება ჩემი სული,

არ გაოცდეთ თუ შემშურდეს,

სხვის ბაღჩაში გაზაფხული….
           ----------------------------------



საგანელიძე გვანცა 


დედა, სიცოცხლევ,სინათლევ ჩემო,
ჩემი სიცოცხლის მაჩუქებელო,
რად გამიხადე დედი,შენს ხატად?
რად გამაღმერთე,როგორც იესო.

რად აგატირა ჩემმა გულქვობამ,
რად გაამკრთალა ნათელი სული.
რისთვის გიყვარვარ ასე ძალიან,
მე ხომ გატკინე პატარა გული.

რისთვის გეტკინა ჩემი ტკივილი,
რად მომათრევდი მე უფსკრულიდან,
რისთვის ჩამჭიდე მე მძლავრად ხელი,
როცა სამყარომ ზურგი მაქცია .

დედი,მითხარი ვინა ვარ შენთვის,
ასე რომ გწვავს და გდაგავს ეს სიყვარული.
დედი,მითხარი რა შევქმენ შენთვის,
რომ ჩემთვის გინდა სამყარო ვრცელი.

დედი,მითხარი რად გიხარივარ,
რად ცხოვრობ ჩემი ბედნიერებით.
რა გრძობა არის, ღმერთო, ასეთი,
სიყვარულს სცდება..სიტყვებს ვერ ძებნი..

რად ფიქრობ ჩემზე დაწოლის წინაც
და რად გაღვიძებს ჩემზე ფიქრები,
რატომ მპატიობ ასე შეცდომებს,
რატომ არ ყვირი,არ მეჩხუბები.

რატომ არ გინდა მეტკინოს გული
და დამიძახო შენი ბუზღუნა,
რატომ გგონივარ მე უშეცდომო,
თითქოს მე ზურგზე ფრთები მასხია.

რატომ უყურებ ჩემს ძველ სურათებს,
რად გეღიმება ჩემს მრგვალ თვალებზე.
რატომ მიყვები მაშინდელ ამბებს,
ცრემლი მოგადგა მაგ ლამაზ თვალებს.

შენ გინდა ვიდგე მაღალ მწვერვალზე
და გინდა ვფლობდე მე დედამიწას
მაშ, რად გიყვარვარ ასე უვიცი,
რად დამატარებ გულით ამ მიწას.

დედი,ის  მაინც მითხარი ბოლოს,
როცა ედემშიც კი არ მიმიღეს,
როცა ჯოჯოხეთს ვედექი კართან
რად არ დამტოვე, არ მიმატოვე?!

დედი, სიცოცხლევ,სინათლევ ჩემო,
რით დაგიფასო ამაგი ნეტა.
შენში სამოთხის დგას სიყვარული,
შენში ღმერთია,იცოდე, დედა! 

No comments:

Post a Comment