4-5
 სექტემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა 
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა 
საქართველოს 11 რეგიონში დაგეგმა საშემოდგომო რეგიონული ღონისძიებები: 
მრგვალი მაგიდები და ღია გაკვეთილები. კომიტეტმა ასევე იმსჯელა ფორუმის 
შემდგომი განვითარების ხედვაზე. 
 
 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის 
ჩათვლით საქართველოს თერთმეტივე რეგიონში გაიმართება მრგვალი მაგიდები. 
მათი ფორმატი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლებაში შეფასების ძირითადი 
პრინციპებისა და მიდგომების წარდგენას. 
 
 მიმოხილული იქნება 
სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების
 (2011-2012) შედეგები და გამოწვევები. სასერტიფიკაციო გამოცდებთან 
დაკავშირებით ჯგუფებში დისკუსიის მიზანია სასერტიფიკაციო გამოცდისთვის 
ეფექტურად მომზადების არგუმენტირებულ იდეების ჩამოყალიბება. 
 
 მრგვალ მაგიდებს წარუძღვება გიორგი გახელაძე - ილიას სახელმწიფო 
უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორი. გიორგი ამჟამად მასწავლებელთა 
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების 
კონსულტანტია. 
 
 მრგვალი მაგიდების კალენდარი ასეთია:
 
 1. სამეგრელო | ზუგდიდი - 6 სექტემბერი
 2. აჭარა | ბათუმი 7 სექტემბერი
 3. რაჭა-ლეჩხუმი | ამბროლაური - 9 სექტემბერი
 4. სამცხე-ჯავახეთი | ახალციხე - 10 სექტემბერი
 5. შიდა ქართლი | გორი - 11 სექტემბერი
 6. იმერეთი | ქუთაისი 12 სექტემბერი
 7. კახეთი | დუისი - 13 სექტემბერი
 8. ქვემო ქართლი | რუსთავი - 14 სექტემბერი
 9. თბილისი - 15 სექტემბერი
 10. მცხეთა-მთიანეთი | მუხრანი - 16 სექტემბერი
 11. გურია | ჩოხატაური - 20 სექტემბერი.
 
მრგვალ მაგიდებს წარუძღვება გიორგი გახელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორი. გიორგი ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების კონსულტანტია.
მრგვალი მაგიდების კალენდარი ასეთია:
1. სამეგრელო | ზუგდიდი - 6 სექტემბერი
2. აჭარა | ბათუმი 7 სექტემბერი
3. რაჭა-ლეჩხუმი | ამბროლაური - 9 სექტემბერი
4. სამცხე-ჯავახეთი | ახალციხე - 10 სექტემბერი
5. შიდა ქართლი | გორი - 11 სექტემბერი
6. იმერეთი | ქუთაისი 12 სექტემბერი
7. კახეთი | დუისი - 13 სექტემბერი
8. ქვემო ქართლი | რუსთავი - 14 სექტემბერი
9. თბილისი - 15 სექტემბერი
10. მცხეთა-მთიანეთი | მუხრანი - 16 სექტემბერი
11. გურია | ჩოხატაური - 20 სექტემბერი.




No comments:
Post a Comment