Saturday, September 15, 2012

ეკო აქცია 2012 წ.

2012 წლის, 15 სექტემბერს 10 საათზე სიქას ორგანიზებით მოეწყო რეგიონული აქტივობა "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში", რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას გულისხმობდა.
 
აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" ჩართულმა ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებმა, მათ შორის ჩვენც. (სსიპ რუსთავის #12 სკოლა).
 
ერთი და იგივე დროს, 10:00 საათზე, მონაწილე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა (თემთან ერთად) დავიწყეთ საკუთარი სკოლის ეზოს დასუფთავება.
 ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოძნდა ის, რომ ჩვენმა კლუბის მეურვემ (ირინა მელქაძე-გელაშვილი) დაგვახვედრა სხვა დასხვა ფერის მაისურები, რომლებში გამოწყობილებმა გარდა დასუფთავებისა, გარშემომყოფებში  სასიმოვნო განწყობაც შევქმენით :)


ნაგვის პარკი გავაფორმეთ და კლუბის სახელი და ლოგო გამოვსახეთ :)))







No comments:

Post a Comment