Thursday, September 20, 2012

ყველგან, სადაც ხართ
სადაც უნდა იყოთ და რა ენაზეც უნდა ლაპარაკობდეთ ან წერდეთ, როგორც კი კალენდრების მიხედვით 22 სექტემბერი დადგება, ქარის მონატილი წერილების დღე იწყება.
დაწერეთ წერილი, აუცილებლად ხელნაწერი, ავტორისა და ადრესატის გარეშე დ

ა დატოვეთ სკამებზე, ფანჯრების რაფებზე, ჩამოკიდეთ ხეებზე...მოკლედ, დაწერეთ და ფანტაზია არ დაიშუროთ, სად და როგორ დატოვებთ.
წერილი თავად იპოვის ადრესატს.

როგორც კი კალნდრებზე 22 სექტემბერი დადგება, დაივიწყეთ ყოველდღიური ნაცრისფერი რეალობა და მიენდეთ ოცნებას.


ტემპერატურისა და ამინდის მიუხედავად, ამ დღეს თბილი გულებით და თბილი ღიმილებით უნდა ვიაროთ


უთხარით თქვენს უცხოელ მეგობრებსაც. უთხარით რაც შეიძლება მეტ ადამიანს. 22 სექტემბერს ყველაზე მეტი წერილი უნდა დაიწეროს მთელ მსოფლიოში, ვიდრე მთელი წლის მანძილზე

 
ბავსვებო გავუზიაროთ ერთმანეთს გულისნადები წერილების სახით! ხვალიდან 21 სექტემბრიდან დავიწყოთ, სიმბოლურია, რადგან 21 სექტემბერი მსოფლიო მშვიდობის დღეა!

კლუბის ყველა წევს და არა მხოლოდ მათ მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ აღნიშნულ აქტივობაში! ხვალიდან ვიწყებთ!

No comments:

Post a Comment