Saturday, October 6, 2012

2012 წლის ოქტომბერ-დეკემბრის სამუშაო გეგმა

2012 წლის 6 ოქტომბერს კლუბში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომეზეც განიხილებოდა მეტად მნიშვნელოვანი საკითხები:

1. კლუბის ლიდერის არჩევა;
2. მცირე გრანტის ფარგლებში საპოროექტო განაცხადის საბოლოო განხილვა;
3. მომდევნო 2 თვის საქმიანობების გაწერა


დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ფრიად საინტერესო სჯა-ბაასი, რის შედეგადაც საბოლოოდ დადგინდა შემდეგი:

1. კლუბის ლიდერის არჩევნებისათვის კლუბის სამი წევრისგან დაკომპლექტდა კლუბის სენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), რომელიც მკაცრად გააკონტროლებს არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. აღნიშნული ვალდებულება იკისრეს შემდეგმა წევრებმა: ანი თევდორაშვილი, პაატა ცაბუტაშვილი, ირაკლი კასრელიშვილი;
მათ დამკვირვებლების ამპლუაში შეუერთდნენ: სალომე ბალხამიშვილი და მამუკა ივანიშვილი. 2012 წლის 8-10 ოქტომბრის ჩათვლით კლუბის ცესკო მოახდენს ლიდერობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციას, რის შედეგადაც უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებს ეძლევათ საშუალება ჩაატარონ თავიანთი წინა საარჩევნო კამპანია (პრეს კონფერენცია, პლაკატები, სლოგანები, ბუკლეტები და ა.შ)

აქვე მკაფიოდ გამოიკვეთა ყველა ის კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კლუბის ლიდერობის მსურველი კანდიდატი რეგისტრაციის გავლის მომენტისათვის:


  • აქტიურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • კლუბის გარეთ არსებული გამოცდილება
  • კლუბის წევრი არა ნაკლებ 1 წლისა
  • თავისუფალი (დროის ფაქტორი)
  • ინიციატივიანი
  • ორგანიზატორი
არჩევნების ჩატარების თარიღად დადგინდა 2012 წლის 15 ოქტომბერი!


მეორე საკითხის ირგვლივ საუბრისას მოხდა გარკვეული ნიუანსების დაზუსტება და ჩასწორება. ვიმედოვნებთ წარმატებული აღმოჩნდება ჩვენი ეს მცდელობა!

  კლუბის წევრებმა აქტიურად გამოთქვეს მოსაზრებები დაგეგმარებასთან დაკავშირებით და მომდევნო თვეებიც ასე გაიწერა:

1. არჩევნები (2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში);
2. პროექტი პრეზენტაცია "მოქმედება ძალადობის გარეშე" ( 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს);
3.  ფორუმი კონფერენცია თემაზე "წყალი" (2012 წლის ნოემბერი);
4. პროექტი "კანონი დღეს" (2012 წლის ნოემბერი-დეკემბერი)
 

No comments:

Post a Comment