Wednesday, December 26, 2012

2012 წლის შემაჯამაბელი საღამო


2012 წლის 25 დეკემბერს კლუბმა გამართა 2012 წლის შემაჯამაბელი საღამო!


მონაწილეობა მიიღო კლუბის თითქმის ყველა წევრმა, სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა, მშობლებმა.



აღნიშნულზე წარდგენი იყო კლუბის მიერ განხორცილებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაციები და სამომავლო გეგმები,აქვე ვიხილეთ სახალისო მომენტების კოლაჟიც და კლუბის მიერ განვლილი გზის ვიდეო მონტაჟიც :)))

 ასევე ყველა წევრი იქნა დაჯილდოებული ინდივიდუალურ ნომინაციებში და გაიმართა სახალისო, პრიზებიანი თამაშები. შეხვედრა გაამალაზა უზარმაზარმა ტორტმა, რომელზედაც ჩვენი კლუბის სახელი იყო ამოტვიფრული და იმ სასიმღერო თუ მხატვრულმა ნომრებმა, რომლებიც ასევე კლუბის ვეტერანმა წევრებმა შემოგვთავაზეს.










დასარულს ყველამ გადავინაცვლეთ ბულვარზე და ერთად ჩავიფიქრეთ სურვილი, რომლის ახდენაც გვსურს 2013 წელს და ერთხმად დავიძახეთ 

 "ჩვენ გვინდა მშვიდობა"

  ამის სიმბოლოდ კი კლუბის ფერი ლურჯი ფანარი გავუშვით მაღლა-მაღლა ცაში, რათა ეს ჩვენი გზავნილი მიიტანოს ადრესატამდე :))))

1 comment:

  1. მთელი წლის,აქტიური და წარმატებული მუშაობის შემდეგ სასიამოვნო შემაჯამებელი საღამო გვქონდა.ემოციები დღემდე შემომრჩა ! მადლობა Bridge-ს :*

    ReplyDelete