Saturday, December 22, 2012

გამარჯვებულიც გვყავს!!!!


2012 წლის 22 დეკემბერს ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროექტის "კანონი დღეს" იმიტირებული სასამართლო პროცესების დასკვნითი საფინალო შეხვედრა. ერთმანეთს ერკინებოდნენ #1 და #13 საჯარო სკოლების სამოქლაქო კლუბების გუნდები! 

გამარჯვება კი დამსახურებულად წილად ხვდა #13 სკოლის გუნდს!
 
შედგა მართლას საოცარი პროცესი... მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია სწორედ ის რომ სკოლის მოსწავლეებმა შესძლეს და მაღალ იურიდიულ დონეზე მოახერხეს მტკიცებაც და პაექტობაც.. დამსწრე საზოგადოება მართლაც აღფრთოვანდა იმით, თუ რაოდენ გაზრდილები იყვნენ მონაწილენი მას მერე რაც ეს პროექტო დაიწყო და პირველი ნაბიჯები გადადგეს იურისპრუდენციაში!
 პროექტი კი მოგეხსენებათ სულ ერთი თვეა მიმდინარეობს ! 

კლუბი Bridge ულოცავს ყველას ვინც კი ნონაწილეობდა იმიტირებული პროცესების შერკინებაში და უღრმეს მადლობას უხდის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალს, საადვიკატო ბიურო "ფოჩხუა და კომპანიას", ტელევიზიბს, პრესას, გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის!

ხოლო #13 სკოლის გუნდ კი დიდი სამომავლო წარმატებებს უსურვებს!

ჩვენი პოეტის კიდევ ორი მნიშვნელოვან აქტივობას მოიცავს: სემინარი-ტერნინგი "ადამიანის უფლებები" და მთავარი დასკვნითი-შემაჯამებელი ღონისძიება!!!!



No comments:

Post a Comment