Wednesday, January 30, 2013

SOS - ჩვენ გვესაჭიროება დახმარება!!!!!!!!





ჩვენი სკოლის მიმდებარე ქუჩა გახლავთ ვაჟა-ფშაველას სახელობის, სადაც მდებარეობს მაღაზიები, ნოტარიუსის ოფისი, კაფე, სილამაზის სალონი, სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლა, რაც ქმნის დიდ, უწყვეტ სამანქანო მოძრაობას.


აღნიშნული ქუჩით დღის განმავლობაში 2000-დან - 3000-მდე ადამიანი (მოსწავლე, მშობელი, პედაგოგი, თემის წევრი) სარგებლობს. სამანქანო ტრანსპორტის ასეთი გახშირებული მიმოსვლის გამო სამწუხაროდ უბედური შემთხვევებიც ხშირია.

სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ვაჟა-ფშაველას ქუჩა





იდენტური ტექსტის შემცველი იყო ჩვენი კლუბის მიერ 2012 წლის გაზაფხულზე ქ.რუსთავის თვითმმართველობისათვის გაგზავნილი წერი თხოვნით - აღმოეფხვრათ ეს პრობლემა, პასუხიც მალევე დაგვიბრუნდა (წერილობითი ფორმით), სადაც შეგვპირდნენ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას 2013 წელს (2013 წლის ბიუჯეტი ითვალსწინებდა ამ საკითხების გადაწყვეტას ქალაქის მასშტაბით). 

მოუთმელნად ველით ჩვენს ქუჩაზე ან შუქნიშნის, ან გამაფრთხილებელი ბარდიურების, ან საგზაო ნიშნის დამონტაჟებას. 

ვიმედოვნებთ რომ დანაპირები შესრულდება და მალე გვექნება საშუალება მშვიდად ვიმოძრაოთ ქ.რუსთავის ვაჯა-ფშაველას ქუჩაზე.


 

1 comment:

  1. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ეს პრობლემა მალევე გადაწყდება ჩვენი ქალაქის თვითმმართველობის მიერ.
    წინასწარ დიდი მადლობა მათ!

    ReplyDelete