Monday, February 11, 2013

პროექტის "კანონი დღეს" დახურვა


2013 წლის 8 თებერვალს გაიმართა პროექტის "კანონი დღეს" დახურვის ცერემონიალი.

ცერემონიალი ძალზედ საინტერესოდ წარიმართა: კლუბის წევრებმა პრეზენტაცია გაუკეთეს აქამდე წარმართულ აქტივობებს,გააზიარეს საზოგადოებათან ის შედეგები რაც თითოეულმა აიღო პროექტიდან და აჩვენეს ვიდეო რგოლი, რომელიც მოიცავდა პროექტის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობების სიუჟეტებს!

დაჯილოვდნენ ყველა მონაწილე კლუბები:

1). სსიპ ქ.რუსთავის #1 სკოლის სამოქალაქო კლუბი "მოდერნი"
2). სსიპ ქ.რუსთავის #2 სკოლის სამოქალაქო კლუბი "სუპერვაიზერები"
3). სსიპ ქ.რუსთავის #7 სკოლის სამოქალაქო კლუბი "ერთობა"
4). სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის სამოქალაქო კლუბი "Bridge"
5). სსიპ ქ.რუსთავის #13 სკოლის სამოქალაქო კლუბი "თავისუფალი"
6). სსიპ ქ.რუსთავის #15 სკოლის სამოქალაქო კლუბი "მე აქტიური მოქალაქე"
7). სსიპ ქ.რუსთავის #20 სკოლის სამოქალაქო კლუბი "Frendship club"
8). სსიპ ქ.რუსთავის #28 სკოლის სამოქალაქო კლუბი "ედელვაისი"

შემაჯამებელზე სიტყვით გამოვიდქ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფავლენიშვილმა, რომელმაც ყველა კლუბს საოცარი საჩუქარი გაუკეთა, გადასცა 10-10 ეგზემპლარი წიგნისა "სამოქალაქო განათლების ლექსიკონი", ასევე სიხარულით აღნიშნა, რომ სწორედ ჩვენი კლუბის პროექტის შედეგად გადაწყვიტა შეექმნა საკვირაო სამართლებრივი სკოლა, სადაც მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ ინფორმაციასა და გამოცდილებას სამართალწარმოებასა და მართლმზაჯულებაში.

ასევე სიტყვით გამოვიდა საადვოკატო ბიურო "ფოჩხუა და კომპანიის" წარმომადგენელი ადვოკარი ლევან გელაშვილი, რომელმაც პირადად დააჯილდოვა #15 სკოლის კლუბი, ნომინაციაში "ბიუროს ფავორიტი"

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ქვემო ქართლის რეგიონულმა კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა ფორუმის მადობის სიგელები გადასცა ყველა მონაწილე კლუბსა და მეურვეს.

ასევე სიტყვაში გამოვიდა სიქას აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე და კლუბს საზეიმოდ გადმოგვცა ჯილდო ლაზერული პრინტერი!!!!!

ჩვენ ყველას ვუხდიდთ დიდ მადლობას და ვუსურვებთ სამოამვლო წარმატებებს!















No comments:

Post a Comment