Saturday, March 29, 2014

საჯარო დებატი

უსინათლო ახალგაზრდებისა და „თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს მერ გაიმართა
საჯარო დებატები თემზე
ევროპული ინტეგრაცია გამართლებულია
„თბილისის მწვანე სკოლა“ მართავს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს- „შეუძლებელი
არაფერია“ დასკვნით ღონისძიებას.
28 მარტს 17 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში
(ჩოლოყაშვილის გამზ.#9) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო დებატები და
პროექტ „შეუძლებელი არაფერიას“ დასკვნითი ღონისძიება. მონაწილეობას მიიღებენ
„თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის
წევრები. ახალგაზრდები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების შესახებ
გამართავენ დებატებს.
პროექტი „ შეუძლებელი არაფერია“ მიზნად ისახავდა უსინათლო ახალგაზრდების
ინტეგრაციას საზოგადოებასთან, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის
დებატების სწავლების გზით საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას და
აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე საჯარო დისკუსიის არსებობის უზრუნველყოფას.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები,
„თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები, საქართველოს დებატებისა
და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ფონდ თბილისის მოზარდთა სახლის
წარმომადგენლები, ჟურნალისტები, საზოგადოების აქტიური წევრები.







No comments:

Post a Comment