2012 წლის 3 ნოემბერს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩვენი კლუბის მიერ გაიმართა მრგვალი მაგიდა "მოქმედება ძალადობის გარეშე".
აღნიშნული აქტვობა მოიცავდა თემატიკას ძლადობა და მშვიდობა. ამის ირგვლივ წარმოდგენილი იქნა რამოდენიმე პრეზენტაცია, რომელიც გააკეთეს კლუბის წევრებმა, ნაჩვენები იქნა სიუჟეტი, რომელიც კლუბის ერთერთმა საინიციატივო ჯგუფმა "მე ჟურნელისტი" წარმოადგინეს. მათ მიერ გამოკითხული იქნა ქ.რუსთავის მოსახლეობა და ასახული იქნა მათი პასუხები ძალდობისა და მშვიდობის თემატიკიდან დასმულ კითხვებზე.
სიუჟეტზე მუსაობდნენ: მუცა მეტრეველი, ნინო ყავლეშვილი, ლუი გულიშვილი, ლაშა გაგნიძე, ლევან კობერიძე, ვახო ჯანანაშვილი, ლანა თოდუა, მარი ცერცვაძე
აქვე წარმოდგენილი იქნა საზოგადო მოღვაწეთა არაძლადობრივი ქმედებები, რომლებიც გახდა სრულიად მსოფლიო საზოგადოების მაგალითი (მაჰათმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, მერაბ კოსტავა, ვაცლავ ჰაველი).
ამის შემდგომ განხილული იქნა იგავ არაკი სამოქალქო ცნობიერების ელემენტებით და დაისვა უამრავი კითხვა მოწვეული სტუმრების მიმართ,გაიმართა დისკუსიები, მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც წარმოადგენდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროებს (განათლება, იურისპრუდენცია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი), პოლიცია, ჯანდაცვა). ჩვენთვის ძალზედ სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქ.რუსთავის #15 სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მე აქტიური მოქალაქე"-ს წევრებმა და მეურვემ ლია ღუღუნიშვილმა ("სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის" კოორდინატორი ქვემო ქართლში)
დასასრულს მოხდა შეხვედის შეჯამება და სამომავლო გეგმების წარდგენა.
No comments:
Post a Comment