როგორც წინა ანონსში მოგახსენეთ, 2012 წლის 2 ნოემბერს რუსთავის სამმა კლუბმა (სსიპ ქ.რუსთავის #12, 15, 20 სკოლების), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად უმასპინძლა ბათუმის სამ სამოქლაქო კლუბს (სსიპ ქ.ბათუმის #2,9 და ელიტარული სკოლების)! აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბებმა გააკეთეს საკუტარი მუშაობის პრეზენტაცია.
აქედან ბათუმის #9 საჯარო სკოლის კლუბი "თანადგომა" დაგვიმეგობრდა ჩვენ, ჩვენს კლუბს და გაფორმდა მემორანდუმი მხარეთა შორის ერთიბლივი საქმიანობის წარმართვის შესახებ! აღნიშნული შეხვედრა მიმდინარეობდა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
მეორე ნაწილი შეხვედრისა გაიმართა ქ. რუსთავის #15 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, სადაც ორი ქალაქის ექვსი კლუბი ჩაერთო სხვადასხვა სამოქლაქო აქტივობების წარმართვაში.
დასასრულს სტუმრები გადანაწილებულ იყვნენ მასპინძელი კლუბების წევრთა სახლებში, რომელებმაც თანატოლებს დაათვალიერებინეს ჩვენი განახლებული ქალაქი.
No comments:
Post a Comment