2013 წლის 20 მარტს ჩვენი კლუბის ორგანიზებით ქ.რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ფილმის ჩვენება/განხილვა სახელწოდებით "სანტას სახელოსნო", სადაც არწერილი იყო მუშათა უფლებების შეზღუდვა, გარემოს დაბინძურება და მეწარმეობა (სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი მიმართულება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მდგრადი განვითარება).
შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლუბის 20 წევრი, კერძო სკოლა "მზეკაბანის" 10 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
აღნიშნული აქტოვობის ჩატარებაში დიდი დახმარება გაგვიწია ქ.გორის #7 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, კლუბის მეურვემ მერი ბეჭუაშვილმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ადამიანი გაჭირვებაში" დადებული მემორანდუმის საფუძველზე მოხდინა ფილმის ჩვენთვის გაზიარება.
აქტივობაზე საფუძველი ჩაეყარა ორი რეგიონის კლუბთა დამეგობრებას :)
No comments:
Post a Comment