Friday, March 22, 2013

S O S

2013 წლის თებერვლის თვეში, კლუბმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი 


ფილმში ასახულია ქ.რუსთავის ვაჯა-ფშაველას ქუჩის პრობლემა, კერძოდ არ არსებული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი, გამაფრთხილებელი შუქნიშანი, საავტომობილო მოზრაობის შემანელებელი ბარიერი, საგზაო ნიშანი. ქუჩაზე მდებარეობს სსიპ ქ,რუსთავის #12 სკოლა, მრავალი ორგანიზაცია, კაფე, მაღაზიები, რაც იწვევს ქუჩის აქტუალურობას და სატრანსპორტო საშუალებებით დატვირთვას. 
დღის განმავლობაში ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა შეადგენა 3000-5000 მოქალაქეს. აღნიშნული პრობლემით კლუბმა მივმართეთ 2012 წელს ქალაქის მერიას და პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი პრობლემა სხვაგანაც დგას და 2013 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ერთიანად აღმოფხვრილი ქალაქის მაშტაბით.

ჩვენ მოუთმენლად ველით მერიის ამ გადაწყვეტილების შესრულებას!

http://www.youtube.com/watch?v=NHTuo_i-nSg&feature=youtu.be


No comments:

Post a Comment